რეგისტრირებული ფაქტები86971
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განაგრძეს მსჯელობა 1919-20 წლების ბიუჯეტის შესახებ. სიტყვა წარმოთქვეს სპირიდონ კეიდიამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიმონ ავალიანმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 28 ივლისს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ს. ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა ფინანსთა მინისტრის საბჭოს სხდომა. საბჭომ მიიღო „კავკასიის სასოფლო-სამეურნეო სამრეწველო“ სააქციონერო საზოგადოების წესდება. საზოგადოების მიზანია, მცხოვრებთ იარაღები მიაწოდოს მიწის დასამუშავებლად.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 28 ივლისს თბილისის სადგურზე დაიჭირეს ოზურგეთის მაზრის მცხოვრები ვასილ ივანეს ძე მენაბდე და სოფელ სამების მცხოვრები კოლია სოლომონის ძე გიორგაძე, რომლებსაც მატარებლის ყალბი ბილეთების გაყიდვა ბრალდებოდათ. მათ დანაშაული აღიარეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე სამხედრო სამსახურში მყოფ 1888, 1889 წწ. დაბადებულ ჯარისკაცთა შვებულებას და მათ ნაცვლად1895 წელს დაბადებულთა გაწვევას ეხებოდა. მობილიზაციით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ სასჯელი დაეკისრებოდათ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართა დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის აგვისტოში ნაფიცი ვექილი ი. ელიავა თბილისის მაზრის მესამე უბნის გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის აგვისტოში ბათუმის მეორე უბნის გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად სენატის პროკურორის მდივანი ნ. იოსავა დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის აგვისტომდე სააქციზო სამმართველოს უფროსი იყო გვერდწითელი. მან სამსახურს ავადმყოფობის გამო თავი დაანება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ აგვისტოს სოფ. საპაიჭაოში (ვანი) დამფუძნებელი კრების წევრმა პ. წულაიამ წაიკითხა მოხსენება ქვეყნის საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე, შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ასევე ტობანიერში, ახლად გახსნილ უნივერსიტეტში, და ვანში.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სავაჭრო სახლის ძმ. სეილანოვების რეკტიფიკაციის ქარხანა, კონიაკის და ლიქიორების, დავით იაგორის ძე კალანდაძის საკუთრებაში გადავიდა და მალე ნაწარმი საკუთარი ფირმით გამოვა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერთი თვით დასასვენებლად წავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი. მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა მინისტრის მოაგილე პარმენ ჭიჭინაძეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის „ოხრანკის“ აგენტების სიაში ირიცხებოდა ვინმე სერგი ალექსანდრეს ძე ნადირაძე, რომელიც დღესაც რესპუბლიკის ერთ-ერთ დაწესებულებაში მუშაობს სამხ.– საოლქო სასამართლოს მდივნის თანამდებობის აღმასრულებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ წინა კვირას შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი გორსა და ცხინვალს ეწვია ადგილობრივი ოსების მდგომარეობის გასაცნობად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყებოდა ბორჯომში სახელმწიფო სანატორიუმის გახსნას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისთვის. დირექტორად დაინიშნა ექიმი მიხეილ ზანდუკელი, კონსულტანტად – პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი, ასისტენტებად – ექიმი აბაკელია და შალვა მიქელაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს 7 საათზე მუშათა სასახლეში დანიშნულია საქართველოს პროფ. კავშირთა ცენტრ. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ახლად არჩეული კომიტეტის წევრები: ნ. ბერეჟიანი, პ. კავკასიძე, თოფაძე და გ. კაპანაძე, ასევე რუსეთში მიმავალი მუშათა დელეგატები: ა. დგებუაძე, ლ. მგელაძე, პ. ბერიშვილი, ე. ცენტერაძე, დ. გაჩეჩილაძე, შუბაშვილი, ს. კაიტაჯიანი, ტოროტაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავის მოადგილედ მეჯლისის პრეზიდიუმის წევრი ზია-ბეგ აბაშიძე აირჩიეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა კავშირის წევრობიდან გარიცხა ქუთაისის ხაზინის რეგისტრატორი იოსებ გიორგის ძე ვაშაკიძე, რომელსაც ბრალდებოდა ყალბი საბუთებით ახალგაზრდების სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება. ის ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გზების უფროსი კანდელაკი მთავარი სახელოსნოების უფროსის, სარაჯიევის თანხლებით ფოილოში გაემგზავრა ხიდის შესაკეთებელი სამუშაოების დასათვალიერებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის და სოც.-დემ. ფრაქციის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი და რესპუბლიკის სანაპირო რაზმის უფროსი, გენ. ახმეტელი. მათ დარიალის საზღვარი, იქ მდგომი ნაწილები და სხვ. დაათვალიერეს, გაეცნენ ჯარისკაცთა ყოფას. შემდეგ თრუსოს ხეობაში გაემგზავრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე სენატის პროკურორ ანტონ გელაზარაშვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

