რეგისტრირებული ფაქტები86452
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში გაზეთ „თეატრი და ცხოვრების“ გამოწერა მსურველებს ქუთაისში თ. მთვარელიშვილის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ჭიაურელის ფოტოსურათი.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის აპრილში ჟურნალ „სუსხის“ რედაქტორი მიხეილ ლელაშვილი მიხეილის საავადმყოფოში მკურნალობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 მარტს აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა „პატარა კახი“ გრიგოლ დავითის ძე მაისურაძის, ა. ბერიშვილის, ს. ნამორაძის, დ. კობიაშვილის, მიხეილ გიორგის ძე ოსიტაშვილის, ნ. კანდელაკის და სხვ. მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 მაისს ხაშურის დრამატულმა წრემ თამარობის აღსანიშნავად გამართა დღესასწაული, რომელზეც კონსტანტინე გაგუამ წაიკითხა რეფერატი „თამარ დედოფალი და მისი დრო“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში ნინო პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძე თბილისში ცეკვის მასწავლებლად მუშაობდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ვენის მსოფლიო გამოფენაში წარსადგენ ნიმუშებს კავკასიის მეურნეობის საზოგადოების მდივანი ნიკოლოზ სიტოვსკი შეაფასებდა.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დიმიტრი ხოშტარია დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, 1867 წლის 26 ოქტომბერს.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს დიმიტრი ხოშტარია (დუტუ მეგრელი) გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა ხელმოწერით დაადასტურა დიმიტრი ხოშტარიას ნაწარმოებთა სიის შემცველი დოკუმენტის სისწორე.

