რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ზაფხულში გორის მაზრაში მომუშავე ფილოქსერას პარტიას, რომლის რიგებში იაკობ ფანცხავაც ირიცხებოდა, არცერთი ფილოქსერა არ აღმოუჩენია.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს იაკობ ფანცხავას სამსახური არ ჰქონდა სოფელში და მთლიანად მშობლების ფინანსური მხარდაჭერით ცხოვრობდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს იაკობ ფანცხავა სიამოვნებით დასთანხმდა გერასიმე ცაგარეიშვილის შეთავაზებას, ბათუმში ემუშავა მასწავლებლად, რადგან იმ დროს სამსახური არ ჰქონდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს იაკობ ფაცხავა ბათუმში სამუშაოდ გადასვლის პარალელურად ამ ქალაქისა და მთლიანად აჭარის გაცნობას გეგმავდა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წლამდე გერასიმე ცაგარეიშვილი იყო მასწავლებელი ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა იხსენებს თავის მოგზაურობას სოფელ სამთავისში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საფილოქსერო პარტიაში მსახურობის პერიოდში იაკობ ფანცხავას მოვალეობა გორის მაზრის ვენახებში ფილოქსერას აღმოჩენა იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ თავი მიანება საფილოქსერო კომიტეტში სამსახურს იმ მიზეზით, რომ იგი არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის გაზაფხულზე საფილოქსერო კომიტეტი, რომელშიც იაკობ ფანცხავა ირიცხებოდა, სამსახურებრივი დავალებით აპირებდა ფილოქსერას მაძიებელთა გაგზავნას სხვადასხვა მაზრაში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავასთვის საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი მის სახლში ქუთაისის ჟანდარმერიის ჩატარებული ჩხრეკის ცნობა გახდა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის ივნისში ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი ფრანგების სასაფლაოზე დაკრძალეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მარო მდივანი ხონში მიიწვიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 1-ელ ივლისს თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძეს სამწერლო მოღვაწეობის 35 წლისთავი უსრულდებოდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვში ცნობილი მემამულის ოჯახში გუვერნიორად დაიწყო მუშაობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 ივნისს ბორჯომში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან არსებულ სცენისმოყვარეთა წრეს ვალერიან გუნიას „და-ძმა“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვიდან დასასვენებლად სოფელ ვასილიევში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში მსახიობი ქალი ნინო დავითაშვილი მთელი ზაფხულის გასატარებლად თელავში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში მომღერალი გიორგი ჩუბინაშვილი ომიდან თბილისში დაბრუნდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სანდრო შანშიაშვილი ყოველდღიურ გაზეთის, „საქართველოს“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.