საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80052

1956

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის 1956 წელს გაკეთებული ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით ვიგებთ, რომ თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი 114-ე პოლკს მეთაურობდა. მოგვიანებით ლვოვის დროებითი მთავრობის მიერ სამხედრო და სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე და ახალქალაქი) საგანგებო რწმუნებულად დაინიშნა. შემდეგ კი თბილისის გუბერნიის მეთაურად აირჩიეს.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაიდგა მიხეილ მრევლიშვილის პიესა „ზვავი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი მოზარდ მაყურებელთა თეატრის შესახებ.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ალიო მირცხულავას „მოგზაურობა ჩინეთში“.

1956

ტიპი: თანამდებობა

1956-1959 წლებში გიორგი კაჭახიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს თავმჯდომარე.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის ლექსთა კრებული „ლირიკა”.

1956

ტიპი: თანამდებობა

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას გალაკტიონ ტაბიძე ხელმძღვანელობდა.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის შესახებ საქართველოს მწერალთა კავშირში აღმოჩენილი მასალები.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოემა „ადგილის დედა“.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წელს მიხეილ დიმიტრის ძე რჩეულიშვილს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1956

ტიპი: თანამდებობა

1956 წელს ნინა თოფჩიშვილი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ მას არანაირი ჯილდო არ მიუღია მთავრობისგან.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე. მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ქართულის გარდა იგი ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს.

1956

ტიპი: თანამდებობა

1956-1969 წლებში ივანე შაიშმელაშვილი იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს „საბლიტგამმა” გამოსცა სიმონ წვერავას მხატვრული ნარკვევების კრებული „სოფლის მეურნეობის მოწინავე ადამიანები”.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს ორდე დგებუაძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა ხელმოწერით დაადასტურა თედო სახოკიას საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის ინფორმაციის სისწორე.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახი სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდა.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს თედო სახოკია ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ წერდა ეთნოგრაფიულ ნაშრომებს და თარგმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წლის ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ იგი სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ნაშრომებს ქართულ ენაზე წერდა.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს მწერლის პირად ბარათში თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ იგი არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს თედო სახოკია მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ კომუნისტური პარტიისგან არ დასჯილა.