საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გატაცებული იყო კომუნიზმით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოხუმელ საზოგადო მოღვაწეს, ანთიმოზ ჯუღელს ურჩევია თედოს მამისთვის შვილის საზღვარგარეთ გაშვება სააგრონომო საქმის შესასწავლად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თანდათან ძლიერდებოდა სოციალისტური მოძრაობა სასწავლებელში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია ეცნობოდა რობერტ ოუენის „კოოპერაციას“ და სმაილსის „თვითმოქმედებას“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას მამა ყოველთვიურად 12 მანეთს უგზავნიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ვანო ადამია ოთახებს აქირავებდა თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებზე.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლებში ვანო ადამია გასაქირავებელ ნომრებს ფლობდა ძნელაძის ქუჩის დასაწყისში, თითქმის ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა ბინას ბარაიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია გაეცნო სოციალიზმს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, ნათლისღების შემდეგ, თედო სახოკიამ ბინა იქირავა მიხა ცხაკაიასთან ერთად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, სემინარიელები ზაქარია ჭიჭინაძისგან თხოულობდნენ აკრძალულ წიგნებს.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში ზაქარია ჭიჭინაძე დედასთან ერთად ცხოვრობდა მთაწმინდაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ ფოტოგრაფისგან აკრძალულ მწერალთა ფოტოები შეიძინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, შობის დღესასწაულზე სოხუმში სტუმრობისას, თედო სახოკიამ მამასთან წაიღო ერთი ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ალფეს ცისკარიძემ წაიკითხა ლექცია „მთიულების ზნე-ჩვეულებანი ალ. ყაზბეგის ნაწერების მიხედვით“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მაისს წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „ბაგრატ IV” ვასილ აბაშიძის, ანეტა ქიქოძის, იუზა ზარდალიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი ძმა დავით მესხი სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „რუსთაველი“ ნინო ჩხეიძის, ვალერიან გუნიას და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 16 მაისს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ტაინი სოვეტნიკის სიზმარი“ ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის წერილი 3 მაისს არტისტული საზოგადოების დარბაზში გამართული აშუღების საღამოს შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18-20 ნოემბერს გამართულ ქუთაისის სოფლის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილ საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე მოხსენება წაიკითხა ვ. ა. სტაროსელსკიმ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 16 მაისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ გაიცნო ზაქარია ჭიჭინაძე.