საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89434

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს XI წითელი არმიის სარდალმა ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული ჯარის ხელმძღვანელებად ნ. ვ. კუიბიშევი და პოლიტკომისარი მ. ლისოვსკი დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან თედო სახოკია თანამშრომლობდა ჟურნალთან „მნათობი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს თედო სახოკიამ რუსულად დაწერა საეთნოგრაფო წერილები სამეგრელოზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს დაწერილი თედო სახოკიას ზოგიერთი საეთნოგრაფო წერილი რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი, ზოგიც − მარის სახელობის ინსტიტუტში დასაბეჭდად იყო გამზადებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე საფრანგეთში გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი აქტიურად თანამშრომლობდა ბათუმის ქართულ-რუსულ გაზეთებთან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1946 წლებში სიმონ ქვარიანი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს შალვა ელიავა XI არმიას საქართველოს დასაპყრობად მიუძღოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში, შალვა ელიავა სუვერენული საბჭოთა საქართველოს მოსკოვის მიერ ხელდასხმულ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა წითელი არმიის ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობაში უშუალოდ ვერ ერეოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს თბილისის ოკუპაციის შემდეგ წითელარმიელებმა ევგენი გეგეჭკორის ბინა ააოხრეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში მამია ორახელაშვილი სუვერენული საბჭოთა საქართველოს მოსკოვის მიერ ხელდასხმულ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა წითელი არმიის ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობაში უშუალოდ ვერ ერეოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ამაიაკ ნაზარეტიანი საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად დანიშნეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბესო კვირკველია საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ელიავა საგარეო ვაჭრობის უწყებას ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შალვა ელიავა სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ და მიწათმოქმედების სახალხო კომისრად დანიშნეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბუდუ მდივანი თურქეთში რუსეთის სფსრ-ის წარმომადგენლად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მამია ორახელაშვილი განათლების სახალხო კომისარიატს ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე მოსკოვში მიიწვიეს სამუშაოდ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს მამია ორახელაშვილი რევკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საგარეო საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შალვა ზურაბის ძე ელიავა სახალხო კომისარი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის გაზაფხულიდან რევკომის მითითებით სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ ქართული წითელი არმიის შექმნა დაიწყო.