რეგისტრირებული ფაქტები80922
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძის 60-მდე ნახატი რუსმა მხატვრებმა მოსკოვში წაიღეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პოდპორუჩიკი შალვა ალექსანდრეს ძე ზედგინიძე 1915 წელს, I მსოფლიო ომში, დაიჭრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მაისს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, მხატვრულ-ლიტერატურულმა წრემ წარმოადგინა „სოფლის გმირები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ი. ინაური, ევტიხ თალაკვაძე, ა. ზაქარიაძე, ინწკირველისა და სხვ.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ქალაქ თბილისის სასამართლომ გაამართლა გამგეობის წევრებად ნამყოფი ა.ივანენკო და ქრისტეფორე ვერმიშევი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 5 ივლისს დაწერილი დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ყაზარ კარაპეტიანცი იყო მთარგმნელი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს მეზობლებთან და მთლიანად სოფლის გლეხკაცობასთან კარგადი ურთიერთობა ჰქონდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, რომ კიევის სამხედრო გიმნაზიიდან სამშობლოში დაბრუნებულს დახვდნენ შეკრებილი თანასოფლელები, რომლებიც ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს დავით კლდიაშვილი მშობლებმა საზაფხულოდ კიევიდან სამშობლოში წამოიყვანეს.
1872
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1872 წლიდან დავით კლდიაშვილს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მფარველობდნენ იქ მცხოვრები ქართველები: ნიკო ლომოური, გიორგი საძაგლიშვილი (შემდგომ ეპისკოპოსი კირიონი), დავით ალადაშვილი (შემდგომ ეპისკოპოსი გიორგი) და მიხეილ ილურიძე.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დავით ალადაშვილი შემდგომში გახდა ეპისკოპოსი.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ნიკო ლომოურის, გიორგი საძაგლიშვილის, დავით ალადაშვილისა და მიხეილ ილურიძის წყალობით ეცნობოდა ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ნიკო ლომოურმა, გიორგი საძაგლიშვილმა, დავით ალადაშვილმა და მიხეილ ილურიძემ გაუღვიძეს ინტერესი სამშობლოსადმი.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ნიკო ლომოურს, გიორგი საძაგლიშვილს, დავით ალადაშვილსა და მიხეილ ილურიძეს დიდი ამაგი მიუძღოდათ მის განვითარება-ჩამოყალიბებაში.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა ნაპოლეონ ამატუნის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ასლან სუსანოვისგან ვექსილით დამოწმებული თანხის, 150 მანეთის გადახდას ითხოვდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის საქმეთა მმართველი ივანე ინდუაშვილი დაჯილდოვდა წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით კავკასიის მეჟევის ხაზინადარი მელიქოვი დაჯილდოვდა წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით მილიციის პროპორშიკი დიმიტრი დადიანი და გუბერნიის ციხის მდივანი კონსტანტინე ალშიბაია დაინიშნენ ზუგდიდის ოლქის მეხუთე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.