საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87059

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ლადო აღნიაშვილისა და შიო დავითაშვილის დახმარებით შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ თბილისში მიიღეს ახალი ქართული წიგნი „თეორია სიტყვიერებისა ქართულ სალიტერატურო სამაგალითო ნიმუშების გარჩევით", წიგნი შეადგინა მელიტონ კელენჯერიძემ და გამოსცა ოლღა კელენჯერიძემ. დაბეჭდილია ქუთაისში ივანე კილაძისა და იოსებ ხელაძის სტამბაში 1899 წელს. წიგნი შეიცავს 152 გვერდს და ღირს ორი აბაზი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შიო მღვიმელმა პირველად ნახა ზღვა, როცა თავისი მოღვაწეობის აღსანიშნავ იუბილეზე ბათუმში ჩავიდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა რევიზორად ხელთუბნისა და წინარეხის სკოლებში, ალექსანდრე ჭყონია და ალექსანდრე მიქაბერიძე – ბათუმსა და სენაკში, დავით კარიჭაშვილი – თონეთში, ექვთიმე თაყაიშვილი – გომარეთში.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალთან „ოქტომბრელი“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარიამ წულუკიძის მოტაცების საქმე. ჯერ ქუთაისის ოლქის სასამართლომ ბრალდებულნი დამანაშავედ სცნო და დააპატიმრა. სამოსამართლო პალატამ გააუქმა ეს განაჩენი და კონსტანტინე და იასონ წულუკიძეებს, ნიკოლოზ ლორთქიფანიძესა და სლავენ ადამიას ჩამოართვა უფლელებები და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლა, ხოლო ილიკო წულუკიძეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 3 ივნისის „ცნობის ფურცელის" მიხედვით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს მიხეილ თამამშევმა შესწირა Khatoff-ის „Carte de la Georgie-1828".

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის ორი ქალიშვილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის ქალიშვილი სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს მისი ნაწარმოები „სამი ცელქი“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის პოემა „ძუნწი და ნატვრა“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის საყმაწვილო კრებულები, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შიო მღვიმელის სკოლის მეგობარი ლადო ხმალაძე, ვის ოჯახშიც შიო 1883-1887 წლებში ცხოვრობდა, წარმოშობით სოფელ აძვიდან იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს ლაიფციგიდან მიხეილ თამამშევისგან მოუვიდა შემოწირულობად წიგნი „Geschichte der Staaten von georgien, 1788", შედგენილი გეორგ აუგუსტოს ბრეიტენბახის მიერ. გამგეობამ სამადლობელი წერილი გაუგზავნა ლაიფციგში თამამშევს საინტერესო შემოწირულობისთვის.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში ჩაინიშნა სახელმწიფო ქონებათა სამმართველოსა და მოქალაქე ნაზარ ნაზარბეგოვს შორის სოღანლუღში ბაღის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, აუცილებელი იყო კავკასიის მთებში მიმოფანტული ხალხების ერთ სახელმწიფო საზღვარში მოქცევა და ერთიან კავშირში გაერთიანება.