საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90064

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ჯარების საქართველოზე თავდასხმის წლისთავზე, მთელ საქართველოში გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები. დემონსტრატებმა ბათუმში სცემეს რევკომის თავმჯდომარე გამბარიანცი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 13 თებერვალს ვლადიმერ ლენინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, გაეზარდათ და გაეძლიერებინათ საქართველოს წითელი არმია. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრს პარტიიდან გაგდებით ემუქრებოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 14 თებერვალს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შეატყობინა, რომ ფილიპე მახარაძის სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა არასწორად მიაჩნდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 17 თებერვალს გამართულ ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების ყრილობაზე იაკობ ფანცხავა პრეზიდიუმის წევრი იყო.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, პარიზიდან ლონდონში გაემგზავრა ირაკლი წერეთელი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაავალა საქართველოს საკითხზე მუშაობა. იგი შეხვდა მუშათა პარტიის ხელმძღვანელ ჰენდერსონსა და სხვ., ასევე საზოგადო მოღვაწეებს და გააცნო საქართველოს საკითხი. წერეთელს თანაგრძნობით შეხვდნენ და დახმარება აღუთქვეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა (განურჩევლათ პარტიული მიმართულებისა) კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი), რომელზეც განიხილეს გენუის კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დაშვების საკითხი და ჩიჩერინის ნოტა ამავე საკითხზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი). კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღეს იურიდიულად არის ცნობილი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დაშვებულ უნდა იქნეს გენუის კონფერენციაზე.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები: სპირიდონ კედია, ალექსანდრე ასათიანი, დავით ვაჩნაძე, იოსებ ლორთქიფანიძე და სხვ.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წლის 20 თებერვლის გაზ.„თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ საქართველოდან მიიღეს ცნობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების წევრის, ექიმ ივანე გომართელის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ წერს საქართველოში ტუსაღების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა ციხეში რეპრესიები გააძლიერეს, ტიფმა შეიწირა პოლიტიკური ტუსაღები. ციხის საავადმყოფოში მძიმე ავად არის დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე კვარაცხელია, ასევე თბილისელი მუშა ბროძელი და ილო მაისურაძე.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 28 იანვარს ბოლშევიკების ციხის საავადმყოფოში გადაიცვალა სეით რაზმაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა „ჩიჩერინის ნოტა და ქართველები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კომისარი“ ბუდუ მდივანი, რომელიც ჩარიცხულია რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა შორის გენუის კონფერენციაზე დასასწრებად, არ არის საქართველოს წარმომადგენელი, არამედ ბოლშევიკური რუსეთის აგენტია.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა წერილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამ. საზოგადოების დაკეტვა“ – მოკლე ისტორია, მისი საქმეების მიმოხილვა და საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლება როგორ ებრძოდა და აკონტროლებდა. განათლების კომისარიატი დართავდა წიგნის გამოცემის ნებას, მაგრამ ბაგდატიევი, „გრუკავროსტას“ ხელმძღვანელი, კრძალავდა. ასე აკრძალეს ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებისა და „დედა-ენის“ დაბეჭდვა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, არჩილ მექანარიშვილი საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ბერლინში სწავლის გასაგრძელებლად. იგი იყო მარქსისტების ჟურნალ „კვალის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 თებერვალს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შეატყობინა, რომ ქართული წითელი არმიის მატერიალური უზრუნველყოფისთვის ოქრო არ იყო საჭირო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა ლენინის წინადადება ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ფილიპე მახარაძემ თბილისში სრულიად საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა გახსნა.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ელისაბედ, ეფემია, ნინო ბესარიონის ასული და დავითის ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილები იყვნენ და–ძმანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ, ეფემია და ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილების თხოვნა გამოეყოთ მიწა ძმის, დავით ხელთუფლიშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების ბუღალტერი იყო ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების თაობაზე პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა ფინანსთა კომისრის წინაშე, რათა ისინი გადაეცვალათ ქართულ ფულში. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების – 1 123 000 მანეთის საკითხი, რის შესახებაც ოქმები იყო შედგენილი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.