რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული ვარლამ მასხარაშვილი მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ვარლამ მასხარაშვილი იყო უპარტიო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ბოდესლავ სტატკოვსკი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მიხეილ სპიროვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლომ „ობზორის“ რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც გაზეთში აკრძალული სტატიების დაბეჭდვას ედავებოდნენ, გაამართლა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ალექსის ძე ჩითახოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 19-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ანტონ ყორღანოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 18-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე რეიტერი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 14-ჯერ დაესწრო.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს დიდუბის მცხოვრებმა მელიქ ქიშმირიანცმა ქალაქის გამგეობას სთხოვა, ნება მიეცათ, დიდუბეში იჯარით გაეხსნა ქალაქის ხორცის დუქანი და თავად ყოფილიყო გამგე. ქალაქის გამგეობისა და გამგე-კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ მისი განცხადება განიხილა და განაცხადა, რომ კერძო პირებს ქალაქში დუქნების მოწყობის უფლებას არ მისცემდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დეპუტაცია გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით პეტერბურგში გაემგზავრა, რათა სამინისტროს წინაშე ეშუამდგომლა ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლების შეცვლის თაობაზე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოროზოვის სავაჭრო სკოლის მოსწავლე პოლტორაცკიმ გენერალ ტრეპოვს მოწამლული ტყვიები ესროლა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის 29 დეკემბერს ავჭალაში ისიდორე ნატმელაძეს ტრამვაი დაეჯახა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ჩეტრიშვილმა გიორგი სულაძე დანით დაჭრა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დამნაშავე კი, დააპატიმრეს.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 1-ელი იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელმა ბიჭაშვილმა საკერავი მანქანის ქურდობისთვის ალექსი გოგიშვილი დააპატიმრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასახლის ქუჩაზე, დავით პაატას ძე მაჭავარიანის სახლში, „რევიშვილის“ სისტემის კარ-ფანჯრების საკეტები იყიდებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გოგიტიძემ, მგალობლიშვილმა, გაჩეჩილაძემ, ჩხიკვაძემ, ნახუცრიშვილმა, ღლონტმა, კარიჭაშვილმა, კობახიძემ, ქიქოძემ, თარხნიშვილმა, დევდარიანმა, ეპიტაშვილმა, ფალიაშვილმა, მონადირაშვილმა, ა. ნათაძემ, ყარაშვილმა, ქუთათელაძემ, მიქაბერიძემ, ჩიტაძემ, უ. კ. ჩიტაძემ, სათავადაზნაურო სკოლის უფასო სასადილოს საახალწლოდ თანხა შესწირეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალ. მილაშევსკი ქალაქ სარატოვის გამგეობის წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან იაგორ ყურკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 10 შაური შესწირა, ვ. სუხიტაშვილმა – 30 კაპ.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 1904 წლის 30 დეკემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სამთავროს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნინო გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია 3 იანვარს, დილის 10 საათზე, მცხეთის წმ. ნინოს ეკლესიაში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში პირველი გასტროლი ჰქონდა ნინო პლატონის ასულ ჩხეიძისას. მასთან ერთად წარმოდგენებში მონაწილეობდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი, ვალერიან ლევანის ძე გუნია.

