რეგისტრირებული ფაქტები84863
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, რაჟდენ გიგაურმა, იოსებ ჭეიშვილმა, ერთაოზ სიდამონ-ერისთავმა და ეპიფანე კალანდაძემ სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად ათ-ათი მანეთი გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ რატიევმა, ჯიმშერ გოგიევმა, ივანე კობიევმა, კონსტანტინე თუმანოვმა და ფარესოვმა უამინდობის გამო დაზარალებული ქიზიყელების დასახმარებლად 20 მანეთი შეაგროვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, იესე გურიელმა, ანტონ ჯაყელმა, ვასილ პეტრიაშვილმა, გრიგოლ ჯაყელმა და კონსტანტინე თაყაიშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად სხვადასხვა ოდენობის თანხა გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, მაქსიმე ჭილაძემ, სვიმომ ყარაბეგოვმა და მაქსიმე აბულაძემ სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად სხვადასხვა ოდენობის თანხა გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელ ივნისის „დროების“ ცნობით, მ. მალინოვსკიმ, ვ. კონსტანტინოვმა და ყარაგოზოვმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად 12 მანეთი შეაგროვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 1-ელ ივნისის „დროების“ ცნობით, ევა ბერძენოვმა, მიხ. ჟივკოვიჩმა და ესლამ ბარკალაიამ სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად 10 მანეთი შეაგროვეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, მოსახლეობის მიერ შემოწირული თანხით თერგის მაზრის უფროსმა მიხეილ ლორის-მელიქოვმა რამდენიმე უნივერსიტეტში, გიმნაზიაში, სამასწავლებლო სემინარიასა და სახელოსნო სკოლაში სტიპენდიები დააარსა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, უამინდობის გამო უმოსავლოდ დარჩენილი ქიზიყელების დასახმარებლად ილია ჭავჭავაძემ და სოლომონ ციციშვილმა ერთად 15 მანეთი გაიღეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, უამინდობის გამო უმოსავლოდ დარჩენილი ქიზიყელების დასახმარებლად ზურაბ მორთალაძემ, ნიკო ჩიგიანმა, იოსებ ალავერდოვმა და მიხეილ ტერტეროვმა ერთად 10 მანეთი გაიღეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 36 წლის ვლადიმერ იაკობიძე დააპატიმრა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვლადიმერ იაკობიძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვლადიმერ იაკობიძე ჭიათურაში ცხოვრობდა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ვლადიმერ იაკობიძე იყო უპარტიო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ვლადიმერ იაკობიძე აჯანყებაში მონაწილეობდა იარაღით ხელში, განაიარაღა კომუნისტები. შემდგომში აცხადებდა, რომ ძალდატანებით მიაღებინეს მონაწილეობა აჯანყებაში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 19 წლის ნინა ხარშილაძე დააპატიმრა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ნინა ხარშილაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ნინა ხარშილაძე სოფელ ნიგვზიანში ცხოვრობდა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ნინა ხარშილაძე იყო უპარტიო.