რეგისტრირებული ფაქტები86030
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წლის 9 იანვარს წამების შემდეგ დაკითხვაზე ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ ბერდია ბეწინიკას ძე არაბული კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი გარეგინ ავეტისის ძე ავეტისიანცი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ამერიკელი ჟურნალისტის სახელით ხევსურეთში ჩასული ალექსანდრე ქვლივიძე ვინაობის დასამალად მოსახლეობას რუსულად ელაპარაკებოდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ თუ ბაბუკა ჭრელიას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ლიქოკელების შესახებ ალექსანდრე ქვლივიძისგან მიღებული ინფორმაციით ჩეკამ შეძლო,სარეპრესიო საქმე ოფიციალურად ეწარმოებინა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელს კავშირი ჰქონდა ამერიკელებთან, ერთი მათგანი სახლშიც ჰყავდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ხევსურეთში მცხოვრებმა უცხოელმა მასწავლებელ ალექსი ოჩიაურს ლიქოკის თემში მოსახვედრად დახმარება სთხოვა. მასწავლებელი დაეხმარა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი წერდა და აქვეყნებდა ნაწარმოებებს ქართულად.
1938
ტიპი: ორგანიზაცია
სიმონ ქვარიანი 1938 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.
1956
ტიპი: ორგანიზაცია
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი იყო უპარტიო.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასდროს მოუხდია პარტიული სასჯელი.
1930
ტიპი: ორგანიზაცია
1930-იან წლებში სიმონ ქვარიანი რაღაც დროით მწერალთა კავშირიდან იყო გარიცხული.