რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა უცხო სახელმწიფოებიდან ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხის სისრულეში მოყვანა დაევალა საგარეო სექციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო კომისარმა დავით ვაჩეიშვილმა მოითხოვა 20 000 მანეთი უკრაინიდან ჯარის ნაწილების გადმოსაყვანად.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წელს იაკობ ფანცხავას მშობლიურ სოფელ ხომულში დღეობად მიჩნეული იყო ამაღლების დღესასწაული.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას საოცნებოდ დარჩენია დარიალის ხეობისა და აჭარა-გურიის მთების ნახვა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში გაზეთის „ივერიის“ მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ილია ხონელი (ბახტაძე), არტემ ახნაზაროვი, გრიგოლ ვოლსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, სასკოლო სექციის გამგემ ბესარიონ ლომთათიძემ განცხადა, რომ მის თანაშემწედ აირჩიეს ვარლამ ბურჯანაძე.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით მალაქია ასანიძე დააპატიმრა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა სახელმწიფო ბანკის მმართველი პლესკე და დაბინავდა სასტუმრო „ორიანტში“.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მალაქია ასანიძე დააპატიმრა მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, მალაქია ასანიძე იყო უპარტიო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელმა ზგურსკიმ თავი დაანება მასწავლებლობას და მის მაგივრად დროებით დაინიშნა ივ. ილ. ჯაფარიძე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 17 ოქტომბრის დემონსტრაციაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სილიბისტრო ჯიბლაძე კარლ მარქსის სურათით ხელში საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო მღვიმელი გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას ასაკით თანაკლასელებზე დიდი იყო და მხოლოდ მისი ტანმორჩილობა იფარავდა ამხანაგების დაცინვისაგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ოსმალეთთან ზავის დადების თაობაზე საჭირო იყო სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება სხვადასხვა მთავრობასთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქონებათა სექციის გამგემ გიორგი გვაზავამ კომიტეტს მოახსენა ღარიბ მოწაფეთა წერილის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოება იძულებულია გაასხვისოს თავის კუთვნილებაში არსებული სახლი, ქართული გიმნაზიის არსებობის შენარჩუნებისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის გამგის მოადგილედ დასახელდა კონსტანტინე გვარჯალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ტრაპზონში არსებული სამხედრო ქონება უპატრონოდ არის მიტოვებული. გამოითქვა მოსაზრებმა, რომ სექციებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას დაევალა ქართული უნივერსიტეტის გახსნა 26 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა მოქალაქეთაგან შემდგარი სამხედრო მოხალისეთა რაზმის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალავერდის მადნების დაცვა-პატრონობა გადაეცათ გიორგი გვაზავასა და გიორგი ლასხიშვილს.