საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89225

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 მაისს ქუთაისის სადგურში აფრასიონ მერკვილაძის რაზმელებმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის ყუმბარები ესროლეს. გენერალი მუცელში დაიჭრა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დამსჯელმა ექსპედიციამ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით გურია და მთელი დასავლეთ საქართველო ცეცხლის ალში გახვია.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წელს კარდენახში ბატონი გიორგი ვაჩნაძე მოკლეს.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წელს გორში ბატონი ამილახვარი მოკლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 20 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე ლაზარენკოს მეთაურობით მისულ პლასტუნების 120-კაციან რაზმს თავს დაესხნენ გურულები და 10 კაზაკი მოკლეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს თედო ზურაბის ძე ღლონტი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ ეგზარქოსი პავლე მეფის ხელისუფლებამ ყაზანში გადაიყვანა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სიმონ ხუნდაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს ალექსანდრე ჯატიევი ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში ფილიპე მახარაძის მიერ გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნაზე იმსჯელეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს ფილიპე მახარაძე საქართველოს ცაკის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 სექტემბერს ნავთლუხში თბილისელი ვაჭრის, სოლომონ არუშანოვის მსახურმა დაკლა 2 ძროხა. როგორც გაირკვა, საქონელი გ. გალუსტინოვის ყანების ყარაულმა მორეკა და დასაკლავად და გასაყიდად გადასცა. პოლიციამ ვაჭარს დაკლული საქონელი ჩამოართვა და მსახური დააკავა, ხორცი კი ავლაბარში მცხოვრებ ღარიბებს დაურიგეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდნენ შალვა ელიავა და სერგო ორჯონიკიძე.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს გურული ტერორისტების შიშით „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, ბენია ჩხიკვიშვილისა და „მთავრობის“ სხვა წევრების გასამართლება ოდესაში გადაწყვიტეს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს რ. ა. კაკუბავა აფხაზთა საბჭოს წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში აფხაზეთის პროთურქულმა ძალებმა ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის მეთაურობით აფხაზეთში თურქეთის 800-კაციანი დესანტი გადმოსხეს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს სერგეი მირონის ძე კიროვი რკპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს წევრი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მეორედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის რუსული წიგნი „სიმართლე თბილისის შესახებ". წიგნის მოგების ერთი ნაწილი ავტორმა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოებას შესწირა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 19 სექტემბერს ეპისკოპოსი კირიონი ბაქო-ბალაჯარის გზით გაემგზავრა რუსეთში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 სექტემბერს 50 წელი შესრულდა ივანე გივის ძე ამილახვრისათვის ოფიცრის ჩინის ბოძებიდან.

1850

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე გივის ძე ამილახვარმა 1850 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 სექტემბერს აკურთხეს ხელოვნებათა გამავრცელებელი საზოგადოების შენობა, მდებარე გრიბოედოვის ქუჩაზე, ვართან არშაკუნის სახლში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციამ მიიღო პროფესორ ემილ ვანდერველდეს ახალი წიგნი „თანამედროვე ქალაქი", რომლის ფასი იყო 2 შაური.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სახაზინო პალატის მოხელეებმა უფროსის, ი. ვ. ვერეტენიკოვის გამოთხოვების დროს გადაწყვიტეს, ფული შეეგროვებინათ და ვერეტენიკოს სახ. თბილისის კომერციულ სასწავლებელში სტიპენდია დაეარსებინათ. 16 თუმანი შეგროვდა და დაინიშნა ორი სტიპენდია. 1902 წელს ფული აღარ შეკრიბეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სტიპენდია გააუქმა.