საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81539

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 აპრილს ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობას უგზავნის წერილს კონსტანტინეპოლიდან (სტამბული), რომ მათ მიერ დაარსებულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და ახლა აუცილებელია ოსმალეთთან (თურქეთი) მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ უფლება მისცენ, საქართველოს საზღვრებთან ააშენონ ბაზა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგის მოვალეობის შემსრულებლად მანდელშტამის ნაცვლად, რომელიც სხვაგან გაემგზავრა, დ. ივანოვი დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგე იყო მანდელშტამი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სკანდინავიიდან დაბრუნებული საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელს ესაუბრა სკანდინავიის ქვეყნების საქართველოსთან დამოკიდებულებისა და იმ ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბენედიქტე თომას ძე გაბისონია დაიბადა 1901 წლის 5 ნოემბერს. ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის მოურავმა დიომიდე თოფურიძემ ქალაქში ანტისანიტარიას მიაქცია ყურადღება და სანიტარულ რაზმს დაუყოვნებლივ დასუფთავება უბრძანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 1-ელ სექტემბერს ბენედიქტე თომას ძე გაბისონია ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მუშათა ცენტრალურ კლუბში დაიდგმებოდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივლიანე გვადის ძე გაბუნიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით იყო მართლმადიდებელი, დასაოჯახებელი.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივლიანე გვადის ძე გაბუნია იღებდა ძირითად ჯამაგირს თვიურად 745 მანეთს.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს ივლიანე გვადის ძე გაბუნიამ ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 9 ნოემბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ნიგოითის დაბალი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილისა და გრიგოლ ალშიაბიას საქმის განხილვა 19 მაისისთვის გადაიდო.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბენედიქტე გაბისონია გიმნაზიაში ყოფნის დროს წასაბაძავი ყოფაქცევის მოწაფე იყო და ყოველთვის კარგად სწავლობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ სხდომაზე სამხედრო მინისტრად გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე აირჩია.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბენედიქტე თომას ძე გაბისონიას ეკონომიური მდგომარეობა მძიმე იყო და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება აღარ შეეძლო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელი კრების სხდომაზე იუსტიციის მინისტრად რაჟდენ არსენიძე აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობამ გადასცა მოწმობა ქუთაისის მაზრის ნახახულევის საზოგადოების მცხოვრებს, ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულს, ბენედიქტე თომას ძე გაბისონიას, რომ ის იყო უკიდურესად ღარიბი, ოჯახში ჰყავდა მოხუცი დედ-მამა და არ ჰქონდა საშუალება სწავლა თავის ხარჯზე გაეგრძელებინა.