საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89217

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობებისა და ნოველების კრებული.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „რვალი“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „მშობლიური მიწა“.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ციხე“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის საბავშვო ლექსები.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან ანდრო თევზაძე იყო გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების“ განყოფილების გამგე.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952-1955 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი იყო.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან აკაკი გაწერელია იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დოცენტი.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან დიმიტრი ბენაშვილი იყო მეცნიერებათა აკადემიის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების გამგე.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობა „ანეტა“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის ნარკვევი „რიცას ტბასთან“.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან ვლადიმერ გოლოევი იყო სამხრეთ ოსეთის სახელგამის დირექტორი.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამომცემლობა „საბლიტგამში” დაიბეჭდა სიმონ წვერავას მოთხრობებისა და ნოველების კრებული „სოფლის სურათები”.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ირაკლი აბაშიძის „ახალი ლექსების კრებული”.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა გიორგი სამხარაძის „ლექსები”.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წელს გიორგი შატბერაშვილი გაზეთ „გამარჯვების” ლიტმუშაკი იყო.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952-1953 წლებში გიორგი კაჭახიძე მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობაში მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის „საბავშვო ლექსები”.

1952

ტიპი: ორგანიზაცია

1952 წელს კონსტანტინე მეძველია გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წელს იოსებ ლომოური არბოს მღვდელი იყო.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა იტალიის პრეზიდენტს მოსალოდნელი საფრთხისა და რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროების თაობაზე.

1952

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1952 წელს ინჟინერი ანდრო თოფაძე ციმბირიდან საქართველოში დაბრუნდა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში დასაბრუნებლად ყველა საჭირო საბუთი მზად ჰქონდა და ფულის შოვნას ცდილობდა. დაჰპირდა, რომ თუ 14 თებერვლამდე ვერ ჩავიდოდა, ახალ მისამართს მისწერდა. აცნობა, რომ მეტრეველისა და დემეტრაშვილის გაზეთები მიიღო, ვიქტორ ნოზაძის გაზეთები კი არა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 19 თებერვალს ქართული შრიფტის კომიტეტმა ქრისტინე შარაშიძეს სასტამბო შრიფტების კატალოგის პროექტი გაუგზავნა და სთხოვა, აზრი წერილობით ეცნობებინა არაუგვიანეს 25 თებერვლისა.