საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართა დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი აირჩიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა დამფუძნებელი კრების საპროპაგანდო კომისიას წარუდგინა მოხსენება სპეციალური წიგნის – „საქართველოს ბოტანიკური ბაღები და მცენარეულობის მოყვანის“ გამოცემის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობას თბილისის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის სანიტარული მმართველობისთვის 48 მილ. მანეთის სესხის მიეცემის წინადადებით მიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა. კ. ყანჩელი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ბათუმში სასამართლოს დაწესებულებათა მისაღებად გაგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინე გაგოშიძემ თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, იგი ითხოვდა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას.

1908

ტიპი: თანამდებობა

რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის სოფელ ტოლას მცხოვრები პოლიევკტოს გაგოშიძე 1908 წლის 4 ნოემბრიდან 1919 წლის 11 ნოემბრამდე მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ფასანაურში გარდაიცვალა აფთიაქის პატრონი ილიკო ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, ქართველ პოეტს, ნინო ორბელიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდა და ოლღა გუბელაძესთან ცხოვრობდა. საჭირო იყო, მწერალთა საზოგადოებას მის მიმართ მეტი ყურადღება გამოეჩინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ნოემბერს მარქსისტ სტუდენტთა ორგანიზაცია მართავს საღამოს გერმანიის რევოლუციის აღსანიშნავად. მოხსენებას წაიკითხავენ აიოლო და სმირნოვი. ასევე მონაწილეობას მიიღებს სახალხო უნივერსიტეტის გუნდი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა თომა ჩიქვანაიას თხოვნა რუსეთიდან დაბრუნებული პირებისადმი, იმის შესახებ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია ქ. ოდესაში მყოფი ოფიცრის, ევსევი ჩიქვანაიას შესახებ, ეცნობებინათ მისამართზე: რუსთაველის ქუჩა N5.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დ. მეჩონგურის ლექსი „სახალხო ტრიბუნი“ (რ. ჩიხლაძის ხსოვნას).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გ. ქუჩიშვილის ლექსი „არწივი“ (რაფიელ ჩიხლაძეს).

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლომბარდის გამგე იყო ფულარია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ბათუმელი თეოფანე ესეს ძე ჩოხვაძის „მოწოდება ქართველ მქსოველთა მიმართ“ ამხანაგობის შექმნისა და საქსოვი ფაბრიკის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.

პირები
შალვა (ქუჯი) ნიკოლოზის ძე დადიანი მიხეილ სარაული ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძე ივანე (ვანო) მგელაძე (ბარველი) ნატალია ჯავახიშვილი-შალიკაშვილისა ვალერიან ლევანის ძე გუნია ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი (სინანელი) ვასო (ვასილ) ალექსის ძე აბაშიძე გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი ტასო (ანასტასია) ვასილის ასული აბაშიძე დიმიტრი თომას ძე ხოშტარია (დუტუ მეგრელი) სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი გოგი ფრონისპირელი (ყიფშიძე) ნიკოლოზ (ნიკო) გვარაძე იოსებ (სოსო) ჟივიძე იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა (ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა) ლეონ მიხეილის ძე შენგელაია (ლეო ქიაჩელი) ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი ბარბარე (ბაბო) რაფიელის ასული კორინთელი-ყიფშიძისა (სოფიო ანკარა) ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი (იუჟინი, სოლცევი, სუმბატოვი) ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ელენე (ელო) იოსების ასული ანდრონიკაშვილი ნინო შიოს ასული დავითაშვილი ოლღა ვ. ლეჟავა ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა ოლღა სინაურიძე მარგარიტა მიხეილის ასული ქილარჯიშვილი ანა (ანიკო) ჩხეიძე დ. აბდუშელი ალექსანდრე გუგუშვილი ე. მატარაძე ალექსანდრე (სანდალა) აფრასიონის ძე გაჩეჩილაძე ნიკო ციციშვილი დ. ძნელაძე შალვა ჯაფარიძე გედევან ვასილის ძე გედევანოვი (მირაღიანი) ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილი
წყარო

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 28 აპრილს, საღამოს 11 სთ-ზე ლაზარევის ქუჩაზე დაჭრეს ა. მიკირტუმოვი. ამის გამო დააპატიმრეს: ა. კიკნაძე, შ. თევდორაძე და მე-9 კომისარიატის მილიციელი გაბედავა. ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ინსტრუქტორ ალექსანდრე მოსეს ძე ჟღენტის წერილი შინა მრეწველობის განყოფილების მუშაობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზეიმო ყრილობა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნ. ჟორდანიამ, ნ. ჩხეიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. მათ განაცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთვარობამ შექმნა პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატია, წესიერი მართვა-გამგეობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით დები: ოლღა ნიკოლოზის ასული ღოღაძე, ეკატერინე ნიკოლოზის ასული გაბილაშვილი, სიძეები: ალექსანდრე ღოღაძე და ფილიპე გაბილაშვილი აუწყებენ ნათესავებს, რომ გარდაიცვალა სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დები, ოლღა და ეკატერინე ერქომაიშვილები აუწყებენ ნათესავებს, რომ 8 დეკემბერს დაკრძალავდნენ სილოვან ერქომაიშვილს. პანაშვიდი ჩატარდებოა ქაშუეთის ეკლესიაში.