რეგისტრირებული ფაქტები93146
სორტირება თარიღი მზარდობით
1927
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის ივნისის ცნობით, ამ წლიდან 7 არალეგალური პარტიული სტამბა დაიხურა, მათ შორის, ნოემბერში – თბილისში, ასოთამწყობები: ათაბეგოვი და თარგამაძე.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, დათიკო სიხარულიძე იყო 25 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, იორდანე ლომინაძე იყო 34 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატი.
1927
ტიპი: გარდაცვალება
სიმონ ესაძე გარდაიცვალა 1927 წელს, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის ეზოში.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლამდე სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხებს. თავის კვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 24 თებერვალს დათიკო სიხარულიძე დააპატიმრეს და 45 დღე სოხუმის ჩეკას კარცერში ჰყავდათ, აქედან 15 დღე – სიბნელეში.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 24 თებერვალს იორდანე ლომინაძე დააპატიმრეს და სოხუმის ჩეკაში ჩასვეს.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის ქიქოძის მოსწავლე იყო.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 26 თებერვალს მუშა სიმონ მათითაიშვილი დააპატიმრეს, სოხუმის ჩეკაში სამჯერ სცემეს, მერე ბნელ კარცერში ჩააგდეს და 6 კვირა იქ ჰყავდათ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 17 მარტს, 12 საათზე, ისიდორე პერტაიას გამომძიებელმა ტოლსტოვმა სოხუმის ჩაკაში ორი ჩეკისტის დახმარებით „დაკითხვის“ დროს სცემა. სამ ადგილას და შუბლზე ეტყობოდა შრამები.

