საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89553

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გიორგი ნაკაშიძემ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს სახელით გამოაქვეყნა ნეკროლოგი აკაკი ჩხენკელის გარდაცვალების შესახებ.

1959

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1959 წელს გიორგი ლეონიძეს საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის მონოგრაფია „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“.

1959

ტიპი: თანამდებობა

1959-1967 წლებში გიორგი კაჭახიძე მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში” სხვადასხვა თანამდებობაზე.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსების კრებული „მალხაზებისთვის რაც მიმღერია”.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას ნაშრომი „რუსი რევოლუციონერი-დემოკრატები და ქართველი სამოციანელები”.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 17 იანვარს, საღამოს 8 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაგეგმილი იყო ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უნდა ესაუბრა პეტრე გამყრელიძეს.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომის ორგანიზატორები იყვნენ: სსრ მეცნიერებათა აკადემია, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტი და საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის აპრილში ვამეხ მაღლაკელიძემ გერმანიაში გამართულ სპორტულ შეჯიბრში გაიმარჯვა და ორი ჯილდო მოიპოვა.

1959

ტიპი: გარდაცვალება

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1959 წლის 21 მაისს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

1959

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1959 წლის 27 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და შეატყობინა, რომ 1500 წლის თავზე გამოსული „თბილისის ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“ გაუგზავნა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, არნოლდ ჩიქობავას უნდა წაეკითხა მოხსენება პროფესორ იოსებ ყიფშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „პროფესორ იოსებ ყიფშიძის შრომები ქართული ენის შესახებ“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.

1959

ტიპი: ორგანიზაცია

1959 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 9 ივნისიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 24 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკლეიძეს მისწერა, რომ იგი კაიროში აპირებდა გამგზავრებას.

1959

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის ივლისში რუსეთის არმიის დაღესტანში მოქმედ კასპიისპირეთის რაზმს ხელმძღვანელობდა გენერალ-ადიუტანტი კარლ კარლის ძე ვრანგელი.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა, ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1959

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის 22 ივლისს რუსთა ჯარმა გენერალ-მაიორ ლევან ივანეს ძე მელიქოვის ხელმძღვანელობით დიდოეთის აული შაური აიღო.