საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1949

ტიპი: გარდაცვალება

1949 წელს სოფ. ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი ვასილ ბესარიონის ძე გორგაძე გარდაიცვალა.

1949

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1949 წელს პავლე ვასილის ძე ხუჭუას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1949

ტიპი: სტატუსი

1949 წელს ივანე შაიშმელაშვილს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა მაყვალა მრევლიშვილის ლექსთა კრებული „ქართლის უბეში”.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო ლექსთა კრებული „ჯეჯილში”.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა ბორის ჩხეიძის მოთხრობა „ნამოსახლარზე”.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949-1954 წლებში გიორგი გაბუნია იყო ფოთის თეატრის დირექტორი და რეჟისორი.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა გიორგი გაბუნიას „საგანგებო კომისარი”.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წელს კლავდია დევდარიანი მუშაობდა განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების განყოფილების ინსპექტორ-მეთოდისტად.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949-1951 წლებში არჩილ ჩაჩიბაია მუშაობდა განათლების სამინისტროს უფროს ინსტრუქტორად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა გიორგი შატბერაშვილის საბავშვო მოთხრობა „კარგი ბიჭი”.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო პოემა „ჩვენი სკოლის ყმაწვილები”.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949-1952 წლებში ვლადიმერ გოლოევი საოლქო გაზეთ „კომუნისტის” პასუხისმგებელი რედაქტორი იყო ცხინვალში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ჭიჭინაძის საბავშვო მოთხრობები.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას „დავით ლეონიძის ცხოვრება და შემოქმედება”.

1949

ტიპი: გარდაცვალება

1949 წლის 5 იანვარს პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაური იან რუდოლფ მაევსკი ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისი სტატიის შესახებ აზრის გაზიარება სთხოვა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი ნოემბერში მასთან ჩასვლას აპირებდა, რადგან თავად ვერ მიდიოდა მადრიდში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიიდან საფრანგეთში გადასასვლელი ვიზის მიღებაში ირაკლი ბაგრატიონი და ენრიკო ინსაბატო ეხმარებოდნენ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 5 მარტს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უპასუხა ქრისტინეს კრიტიკას თავის სამეცნიერო წერილზე და განიხილა 7 სადავო საკითხი.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში ირაკლი ბაგრატიონსა და ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი მადრიდში წავიდა.

1949

ტიპი: ორგანიზაცია

1949 წლის აპრილსში შალვა მაღლაკელიძე რომში კავკასიური ჯგუფის დაარსებას გეგმავდა, რომელიც დაუახლოვდებოდა ანტისაბჭოურ ხაზებსა და მიმართულებებს: ოსმალეთში, სპარსეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის აპრილში რომში მყოფი შალვა მაღლაკელიძის მიერ შვილისადმი მიწერილი წერილის თანახმად, უცხოეთში არსებულ ქართველი სოციალ-დემოკრატების ორგანიზაციას „დრო“ ერქვა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში იტალიის ელჩ ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მათ ევროპაში რუსი მონარქისტების გააქტიურიების თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონსტანტინე კრომიადის, პეტრე გლაზენაპისა და ივანე ჩუხნოვის მხრიდან აქტიურობა შეინიშნებოდა. ამერიკაში კი ალექსანდრე კერენსკი აქტიურობდა.