რეგისტრირებული ფაქტები89483
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თიანეთში ჩეკას თავმჯდომარედ დანიშნეს იაგოროვი, ცნობილი ყაჩაღი და შანტაჟისტი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივლისის „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბუღდან იაგოროვი და მისი ძმა მონაწილეობდნენ ვაჭარ ხითაროვის გატაცებაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივლისის „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, გურიაში დაიჭირეს სიო ჭანტურიშვილი, კალე ქავთარაძე და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა სტაფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგი.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი სტეფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგის მიხედვით, იგი საქართველოს დამოუკიდებლობამდე მსახურობდა რუსეთის შიდა გუბერნიებსა და ტაშკენტში და შემდეგ გადმოიყვანეს სამშობლოში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკებმა, გამოცხადებული „ამნისტიის“ მიუხედავად, პირველი დღიდანვე დაიწყეს სოციალ-დემოკრატთა დაჭერა. ცეკა რევკომს რეპრესიების გაძლიერებას სთხოვდა. სტალინი თბილისში რომ ჩამოვიდა, ფილიპე მახარაძე, როგორც „რბილი“ მმართველი, გადააყენეს. მის ადგილას დანიშნეს ბუდუ მდივანი და დაიწყო ბოლშევიკების გაძლიერებული ძებნა და დაჭერა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე დგებუაძე, ნოე ცინცაძე, ანდრო ჭიაბრიშვილი და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

