საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89503

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვარდიაში მსახურობდა, შემდეგ გადაიყვანეს სანაპირო ჯარების ხელმძღვანელად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილის სანაპირო ჯარების ხელმძღვანელობის დროს კახეთს მიადგა კომუნისტების ლაშქარი, რომელსაც იგი მცირე ჯარით დიდხანს უმკლავდებოდა და მხოლოდ თბილისის დაცემის შემდეგ ჩაუვარდა ხელში წითელ ჯარებს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი, როგორც სოციალისტი და დემოკრატი, საქართველოს ერთგული დარაჯი, რუსეთში გაგზავნეს, სადაც ტიფითა და უჭმელობით გარდაიცვალა.