საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91332

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლუბა ნესტორის ასული ბაკურაძე იყო კოლა ნესტორის ძე ბაკურაძის და.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ ნიკოლოზის ძე ბაკურაძე იყო კოლა ნესტორის ძე ბაკურაძის მამა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ ჩიტაიშვილი დაიბადა 1898 წელს ოზურგეთში, გლეხის ოჯახში.

1921

ტიპი: ღონისძიება

ვასილ ჩიტაიშვილი პირველად 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დააპატიმრეს 25 დღით. გათავისუფლების დღიდან კვლავ აქტიურად ჩაება ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

ვასილ ჩიტაიშვილი 1922 წლიდან იყო მენშევიკური ორგანიზაციის კომიტეტის წევრი. მას არაერთი პარტიული მეტსახელი ჰქონდა: გლახუნა, აბრაგი, თარხანი, ბათუმში მოღვაწეობის დროს იცნობდნენ სახელით „მოუსვენარი“, ხოლო თბილისის ცენტრს უკავშირდებოდა მეტსახელით „კატო“.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

ვასილ ჩიტაიშვილი 1924 წლის 16 ივლისს დააპატიმრეს და ბრალად კონტრრევოლუციური საქმიანობა წაუყენეს. პატიმრობაში მყოფი მხოლოდ წიგნების მიტანას ითხოვდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ნესტორის ასული ბაკურაძე იყო კოლა ნესტორის ძე ბაკურაძის და.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, კოლა ნესტორის ძე ბაკურაძე პირველი კურსის სტუდენტი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნესტორ ნიკოლოზის ძე ბაკურაძე სოფელ წინანდალში მღვდელი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სილიბისტრო ლუკას ძე ალხაზიშვილი იყო აგრაფინა სპირიდონის ასულ საგანელიძე-ალხაზიშვილის მეუღლე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 ნოემბერს სოფელ წინანდლის ეკლესიაში სტუდენტ კოლა ნესტორის ძე ბაკურაძის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვას გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 ოქტომბერს I კურსის სტუდენტი კოლა ნესტორის ძე ბაკურაძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მამა ნესტორ ბაკურაძე, დები – ანა და ლუბა, სიძეები – ნიკოლოზ რატიშვილი და ალექსანდრე იუწყებიან, რომ 5 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაცვლილ I კურსის სტუდენტ კოლა ბაკურაძის სულის მოსახსენიებლად 40 დღის წირვას სოფელ წინანდლის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ნინო ნემსაძე, შვილები − ივანე ნემსაძე და საშა ახვლედიანისა, სიძე ევტიხი ახვლედიანი და შვილიშვილი ლეო ახვლედიანი მწუხარებით იუწყებოდნენ, რომ 20 ნოემბერს საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლეო ევტიხის ძე ახვლედიანი იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის შვილიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტეხი ახვლედიანი იყო საშა ფარსადანის ასულ ნემსაძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტეხი ახვლედიანი იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის სიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, საშა ფარსადანის ასული ნემსაძე-ახვლედიანისა იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის ქალიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ივანე ფარსადანის ძე ნემსაძე იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის ვაჟი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინო ნემსაძე იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის მეუღლე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 ნოემბერს საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის გარდაცვალების 40 დღის თავზე მისი სულის მოსახსენიებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ნოემბერს ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძეს საკუთარი ბინიდან (თავისუფლების ქ. N1) გამოასვენებდნენ და კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძის ოჯახი ფლობდა ბინას თბილისში, თავისუფლების ქ. N1.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე მისამართზე: თბილისი, თავისუფლების ქ. N1.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გედევან ვასილის ძე საგანელიძე იყო ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძის ვაჟი.