საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლისთვის 529 მანეთი და 97 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 საპატიო და 180 ნამდვილი წევრი დაემატა, 2 ნამდვილი წევრი კი გამოაკლდა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მგალობლებისთვის 40 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდიებისთვის 390 მანეთი დახარჯა. დოკუმენტს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, გიორგი თუმანიშვილი (თუმანოვი), თედო ჟორდანია, ივანე გამყრელიძე, იონა მეუნარგია.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 4 იანვარს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის მისამართი თბილისში იყო ჩერქეზიშვილის ქუჩა N 22.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სკოლისთვის 516 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის მეორე და შილდის ბიბლიოთეკები უსახსრობის გამო დახურა. საზოგადოების 1906 წლის წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წლის დასასრულს საზოგადოებაში 1444 წევრი იყო, 10 – საპატიო, 59 – დამფუძნებელი, 1375 კი – ნამდვილი წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თავისი ხარჯით ინახავდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას და მის განყოფილებას ძველ სენაკში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქუთაისის ბიბლიოთეკის თანამშრომლები შენობის აშენებას ელოდებოდნენ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხონის ბიბლიოთეკა მომხდარი არეულობების გამო დახურა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881–1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელს ქართული გალობის აღსადგენად 12 თუმანი მისცა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო ნოე ცინცაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 21-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ბეგოიძეს ჯამაგირი მოუმატეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვიდან მიღებული 300 მანეთი გადასცეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ბათუმის, ძველი სენაკისა და ყალამშას სკოლების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა 1900 წლის სარევიზიო კომისიის ანგარიში განიხილეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს გიორგი ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის ჟურნალ „ცისკრის“ რამდენიმე ნომერი ეთხოვებინათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯი სულ 2566 მანეთი და 52 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის საქმის მწარმოებელი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.