რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში იყო 13636 მანეთი და 95 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას მმართველობის მიერ გამართული საზეიმო ღონისძიებიდან 500 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა საზოგადოებას ორი მომგებიანი ბილეთი იმ პირობით შესწირა, რომ თუ ამ ბილეთებს მოგება ერგებოდა, სარგებელი მისი სახელით გადაეცათ სტიპენდიატებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სააზნაურო სკოლაში პარალელური კლასები უნდა გახსნილიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მიხაილოვის ბანკის წევრთა საერთო კრებამ 2000 მანეთი გადადო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში 48 მოსწავლემ გააცდინა გაკვეთილები, იმავე განყოფილებაში დარჩა 1 მოსწავლე, მომდევნო საფეხურზე გადავიდა – 55. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სურამში.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურულისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ცხინვალში.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი მანგლისში.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნინო კონსტანტინეს ასული ნატროშვილისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი დუშეთში.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი საგარეჯოში.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მიიწვიეს ა. ნანეშვილი, რომელიც საღმრთო წერილის გარდა ყველა საგანს ასწავლიდა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის სკოლაში მასწავლებლად მიიწვიეს დ. ღვინიშვილი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე იყო ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო კ. დ. ნაცვალიშვილი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 მაისიდან 1887 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩვიდმეტი კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. სხვა წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 1886 წლის 30 ნოემბრისა და 2 დეკემბრის საგანგებოდ მოწვეულ კრებებზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილისა და ზოგიერთი სხვა წევრის ნაცვლად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ქალაქგარეთ ეცხოვრათ, ამიტომ გამგეობის საქმიანობაში ვერ მონაწილობდნენ, ახალი წევრები მიეღოთ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი იყო საზოგადოების მოლარე.