რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია დაიბადა 1886 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში .
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის მაისში სემინარიიდან გარიცხულმა მესამე კლასის მოსწავლემ იოსებ ლაღიევმა სასწავლებლის რექტორი ჩუდეცკი მოკლა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ადოლფის ძე ფინი გაძარცვეს და 80 მანეთის ღირებულების 4 ვერცხლის საათი მოპარეს. ძარცვაში ბრალდებული ნიკოლოზ ნიკოლსკი იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 2 მაისს სასამართლომ იასონ იოსელიანისა და ნიკოლოზ კორინთელის საქმე განიხილა. მათ უფლების გადამეტებასა და თანხის გაფლანგვა-გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. საქმეს 200-მდე მოწმე ჰყავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 მაისს გიორგი მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ადოლფის ძე ფინი ექიმი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ იოსელიანი პოდპოლკოვნიკი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კორინთელი პრაპორშჩიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მაისს ვერის ხიდთან ახლოს აბელ აბოევმა ქიტესა ალხანაშვილს 28 მანეთი წაართვა, რის გამოც იგი დააკავეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 5 მაისს კავკასიის სამხედრო სასამართლომ მ. პ. მეფისოვი გაამართლა. მას სახელმწიფო თანხის მითვისება და გაყალბება ბრალდებოდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 5 მაისს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ე. შენინგი დამნაშავედ ცნო. მას უფლება-მოსილება ჩამოართვეს და ათი წლით ასტრახანის გუბერნიაში ცხოვრება მიუსაჯეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკაკი წერეთელი ლექსს წაიკითხავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი გოგოლის თხზულების მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილის აღსანიშნავად ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ამავე კომედიის მე-2 და მე-3 მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. მ. მძინაროვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, მძინაროვი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 7 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ხმათა უმრავლესობით თბილისის ბანკის კრებაზე მეორედ აირჩიეს დირექტორად სამი წლით ვადით.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქიტესა ალხანაშვილი იყო სიღნაღის მცხოვრები.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვართანოვი თბილისში კუკიის ქუჩაზე ფლობდა თონეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სახელმწიფო ქონებათა გამგეობის თანამშრომელი იყო გრიგოლ (გიორგი) ბეჟანოვი.

