საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92705

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 14 თებერვალს ჯარისკაცმა ეგნატე მელიანოვმა გატეხა გლეხ გაბრიელ ვიშნიაკოვის მაღაზია, საიდანაც მოიპარა 10 მანეთის ტანსაცმელი. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვალს ჯარისკაცმა ეგნატე მელიანოვმა გატეხა გლეხ გაბრიელ ვიშნიაკოვის მაღაზია, საიდანაც მოიპარა 10 მანეთის ტანსაცმელი. პოლიციამ ბრალდებული დააკავა და ტანსაცმელიც უკან დაუბრუნეს პატრონს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტეფანე ჭრელაშვილის მოსაზრება დავით კარიჭაშვილის მოთხრობის „სამი მსხვერპლი“ შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასის მიერ გაიმართებოდა სპექტაკლი „გემრიელი ლუკმა“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 300 მანეთი მოპარეს სურამში მყოფ ადვოკატ ვასილჩენკოს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რაფიელ ერისთავი დასაბეჭდად ამზადებდა საეთნოგრაფიო წერილს სვანეთის და ვრცელ გამოკვლევას სამეგრელოს ყოფა-ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუსეთის საიმპერატორო საგეოგრაფიო საზოგადოების თბილისის განყოფილება თავის ჟურნალში ბეჭდავდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შედგენილ საეთნოგრაფიო წერილს ხევსურების შესახებ, რომელიც რუსულიდან რაფიელ ერისთავმა თარგმნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გამგეობამ თანამშრომლებისათვის ჩამოაყალიბა შემნახველ-დამზოგველთა ამხანაგობა, რომლის სალაროში ირიცხებოდა გარკვეული თანხა თანამშრომლებისათვის. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ი. ტიგრანოვი, წევრები – ნ. ნაზაროვი და ს. კორინთელი, მოლარედ მუშაობდა პ. ვოსკრესენსკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე იმსჯელეს ქუჩების მორწყვა-დაგვაზე. ქოჩორიანცის განცხადებით ქუჩებს დილით ადრე გვიდნენ, რაც სკოლაში მიმავალი მოსწავლეებისთვის საზიანო იქნებოდა. საბჭომ გაითვალისწინა მისი აზრი. მორწყვისთვის გადადეს 17 691 მანეთი, ხოლო დაგვისთვის 35 000 მანეთი წელიწადში.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ვეისენგოფი, რომელმაც საბჭოს წევრებს მოუწოდა, რომ 600 თუმანი გადაენახათ ავჭალის არხის გამაგრებისთვის და „მაშინის“ გასათბობად თანხის დაზოგვის მიზნით ქვანახშირის ნაცვლად მაზუთი გამოეყენებინათ. საბჭომ გაითვალისწინა მისი მოსაზრება თანხის გადანახვასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიას დაავალა გამოერკვიათ მაზუთით უფრო მომგებიანი იქნებოდა „მაშინის“ გათბობა თუ ნახშირით.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს პოლიციის ბოქაულის თანაშემწე კ. სვიმონოვმა ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დაიჭირა მირ-აღა იბრაიმ-ოღლი, აღაჯან შაქაროვი, ანდრია მარტიროსიანცი და კოსტანოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე გამოთქვეს მოსაზრება, რადგან სამუსიკო სკოლის საქმე კარგად წარიმართა, აღარ დაეფინანსებინათ სკოლის 6 მოსწავლე 326 მანეთით. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიხანოვმა საბჭოს განუმარტა, რომ აღნიშნული თანხით არა სამუსიკო სკოლას ეხმარებოდნენ, არამედ 6 ღარიბ მოსწავლეს აძლევდნენ საშუალებას ესწავლათ სკოლაში, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ შესაფერის ადგილას დასაქმდებოდნენ. საბჭომ გაითვალისწინა ალიხანოვის მოსაზრება და გააგრძელა ღარიბი მოსწავლეების დაფინანსება.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე ვეისენგოფმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ გაიღებდნენ თანხას სახელოსნოს მოსწავლეებისათვის, რათა შეესწავლათ კავკასიური ჩუქურთმები და ორნამენტები. საბჭომ დაადგინა, რომ წელიწადში 200 მანეთი გადაეცათ სახელოსნო სასწავლებლისათვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ვერის ხიდზე ტროტუარის გაკეთება მოსახლეობას გაუადვილებდა ფეხით გადაადგილებას, მათი სიხშირე კი ეტლებით გადაადგილების მოთხოვნას გაზრდიდა, რაც შემოსავლიანი იქნებოდა ქალაქისათვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სტანისლავ ვეისენგოფმა განაცხადა, რომ ვერის ხიდზე ტროტუარის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა მოქალაქეთათვის, რადგან კუკია და ვერა ერთმანეთს ამ ხიდით დაუკავშირდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე ქოჩორიანცმა ვერის ხიდზე ტროტუარის გაკეთების შესახებ განაცხადა, რომ ვერის ხიდი ტროტუარის გარეშეც დიდ ზარალს იძლეოდა და ტროტუარის გაკეთება კიდევ უფრო დიდ ზარალს მოუტანდა გამგეობას. მისი აზრით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა ფეხით გასვლა-გამოსვლის თანხასაც გადაიხდიდა, მაშინ შეიძლებოდა ამ საკითხზე ფიქრი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ივანენკო, რომელმაც განაცხადა, რომ სპარსული წესით ქუჩების დაგება ძალიან ძვირი ჯდებოდა და თან მალევე ფუჭდებოდა, ამიტომ სხვა რამით უნდა ჩაენაცვლებინათ. ივანენკოს გამოეხმაურა სტანისლავ ვეისენგოფი, რომლის აზრით, უკეთესი მასალა უფრო ძვირი დაჯდებოდა და სჯობდა ერთი ზომის ქვა დაეგოთ ქუჩებში, რომელსაც ეტლის თვლები ვეღარ გააფუჭებდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 თებერვალს გატეხეს სოლომონ გაბაევის არყის საწყობის კარები და დახლიდან 150 მანეთი წაიღეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 თებერვალს გატეხეს ანა ვისოჩკინის სახლის საკუჭნაო, საიდანაც მოიპარეს 35 მანეთის სპილენძეულობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ქალაქისთავის მოადგილე იზმაილოვმა განაცხადა, რომ მილის წყალი ჯერჯერობით ქალაქისთვის საკმარისი იყო და იმ შემთხვევაში, თუ მეტი იქნებოდა საჭირო, ქალაქს ჰქონდა საშუალება, შორი მანძილიდან გამოეყვანა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე დამსწრე წევრების განცხადებების შემდეგ ნიკოლოზ ხუდადოვმა თქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობაში სიკვდილიანობის გახშირების მთავარი მიზეზი არა მილის წყლით სარგებლობა, არამედ მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე გიორგი ალიბეგოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ავჭალის წყლის ქიმიურად გამოკვლევა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ექიმმა გლავაცკიმ განაცხადა, რომ იმ ქალაქებში, რომლებშიც მილის წყალს მოიხმარდნენ სიკვდილიანობამ იკლო, თუმცა იყო პერიოდი როცა ხურვებამ იმატა ხალხში და სიკვდილიანობაც გახშირდა, ამიტომ დაზუსტებით არ შეეძლოთ რამის თქმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გამართულ სამედიცინო საზოგადოების კრებაზე ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად ექიმმა როტინიანცმა განაცხადა, რომ წყლის მილი საჭირო რაოდენობის წყალს იძლეოდა ქალაქისთვის, რადგან მოსახლეობის ნაწილი ყორღანოვის წყალს იყენებდა, ნაწილი – მტკვრისას და ნაწილი – დაბახანის წყალს სარეცხისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ექიმმა რეიხმა განაცხადა, რომ სხვადასხვაგვარი მარილი რომელსაც ავჭალის წყალი შეიცავდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო.