რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია გადავიდა ნიკოლოზის ქუჩაზე N72-ში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილს იაკობ გოგებაშვილმა საქართველოში ყოფნის დროს საჩუქრად გაუგზავნა ყველა თავისი სახელმძღვანელო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ მორფილმა, რომელიც სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენას, საქართველოში ყოფნის დროს შეიძინა არაერთი ქართული ენის სახელმძღვანელო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი ქუთაისის მომრიგებელ-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისს ეკატერინე ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო საკვინტაციო დავთარი N38, საწევრო დავთარი N32 და საზოგადოების წევრთა სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ველისციხის მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავდა მღვდელ ხარიტონოვის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარდ ხელს უწყობდა აქაურ სკოლას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „დავითნი“ მესამე გამოცემა, ხუცურად ნაბეჭდი 1712 წელს, ვახტანგ მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სამღვდელოთა წმინდა კრებანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა 1711 დაბეჭდილი წიგნი „დავითნი“, მეორე გამოცემა, დავით მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა კარაბადინი და 1773 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სწავლა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმმა იულიცკიმ გავრცელებული დაავადების ყვავილის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა აცრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმი გ. კობაიძე ჩავიდა, რომელმაც აღწერა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზედგინიძე მღვდელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში მღვდელმა ალექსანდრე ზედგინიძემ თავისი ცხენი მედუქნე ტატო მთვარელიძის სადგომში დააბა, საიდანაც ის ქურდებმა მოიპარეს.