საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის მცხოვრებ ღრმად მოხუცებულ ტასია ჯლანტიაშვილისას ახსოვდა ერეკლე მეფის ჯვრისწერა, იგი აცხადებდა, რომ დედოფალს ემსახურებოდა. ტ. ჯლანტიაშვილისა თავისი შთამომავლობის მეხუთე თაობას მოესწრო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სუჯუნას საქალებო სამრევლო სკოლა გუგუშვილის დაარსებული იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხეთაგურს რამდენიმე ადამიანის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სუჯუნაში გუგუშვილის მიერ დაარსებულ საქალებო სამრევლო სკოლაში 36 მოსწავლე სწავლობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცაკა დავარაშვილი ფარჩით მოვაჭრე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალაყაია სოფ. სუჯუნას ორკლასიანი სკოლის ნორმალურ სკოლად გადაქცევას ცდილობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ნასერ-ალ-დინის დასახვედრად ემზადებოდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი შაჰს, ნასერ ალ-დინის დახვდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში შაჰი ნასერ ალ-დინი ჩამოვიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ჩამოსულ შაჰ ნასერ ალ-დინის თავადაზნაურობა და ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი დახვდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისს შაჰმა ნასერ ალ-დინიმ თბილისში მუზეუმი დაათვალიერა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის „კანვაზე საკერი ანბანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 20 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას „ფშაველების ცხოვრებიდან“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძისთვის მიწერილი სილოვან თომას ძე ხუნდაძის წერილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისს შაჰმა ნასერ ალ-დინმა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და წმინდა ნინოს სასწავლებელი დაათვალიერა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 4 მაისს კავკავში მიმავალმა მამა ლეონიდმა ღამე მლეთის სამრევლო სკოლის დარბაზში გაათენა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კაციას ძე ალხაზაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, პოლიციის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 334 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ დიმიტრის ძე გოგიჩაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ინგლისის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 200 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო მახარობელის ძე ვარდანაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 15, 42 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები სარდაფითა და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე შამირანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ფრანგების ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 120 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე, იოსებ და ივანე ხვთისავარის ძე ალიბეგოვებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 14 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.