რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს სოცდაზღვევის მთავარმა სამმართველომ მწერალთა პრეზიდიუმის დახასიათების საფუძველზე დუტუ მეგრელს აღუდგინა შეჩერებული პენსია.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ საცხენისის სკოლაში წაიყვანა სასწავლებლად.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს ივანე მირიანაშვილმა შვილი ალექსი სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში მიიყვანა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოსთან უშუამდგომლა დუტუ მეგრელს „შრომის გმირის“ წოდების მისანიჭებლად.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლის მასწავლებლის, მღვდელ ხატიაშვილის შესახებ წერდა, რომ იგი თვეში ორჯერ თუ შეივლიდა სკოლაში, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მოწაფეთათვის დაევალებინა მისი სადილისათვის მინდორ-ვენახებიდან სატაცურის მოტანა, ან კალო-საბძელში მუშაობა, ან მისი ეზოს გადასწორება, მატყლის წეწვა და სხვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის იანვარში დუტუ მეგრელმა თბილისში გამოსაქვეყნებლად წაიღო თავისი მოთხრობა „საცოდავნი“.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ ვაქირის სკოლაში შეიყვანა სასწავლებლად.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიაზე მუშაობის პერიოდში დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, მღვდელი პავლე კალაიჯოვი თბილისის კათოლიკური სამრევლო სკოლის ზედამხედველი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე იყო ყოველგვარი სოფლური საქმისა და მეურნეობის მიმდევარი და მცოდნე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე ძველებურ სოფლის სკოლაში სწავლობდა.