საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაბრიელ გოგუაძის ლექსი „გლოვის ველი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის თხზულება „დღევანდელი სოფლის სურათი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი, უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასაწყისი მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის მინიატურისა „ევდის სტრიქონები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვ. გარრიკის (ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის) სტატია „ოტელო ქართულ სცენაზე“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე არიმათიელის სტატია ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პეტრე გაიოზის ძე გაბუნიას ფოთის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ალექსანდრე კლიმიაშვილის ლექსი „გაზაფხული“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პეტრე გაიოზის ძე გაბუნია თბილისის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი 5 თვე მსახურობდა ჭოროხის ლაზარეთში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატია ქართული მუსიკის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მარტს ნაძალადევის თეატრში უნდა წარმოედგინათ პოლიევქტოს ირეთელის (პოლიევქტოს კალანდაძის) 5-მოქმედებიანი დრამა „დამარცხებულნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მღვდელ ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილის თხზულება „ჩემი სამდურავი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი ერთი წელი წმინდა ნინოს ლაზარეთში მსახურობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მარტს ავლაბრის ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მარტს ხაშურის საკრებულოს დარბაზში წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის ისტორიული დრამა „სამშობლო“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 მარტს თბილისის ახალ კლუბში სანდრო ილიას ძე შანშიაშვილმა „ბერდო ზმანია“ წაიკითხა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იოსებ ჟივიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (ექიმ შტოკმანის) სტატია „ცაცია ხელი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასასრული სოლომონ გიორგის ძე იორდანიშვილის სტატიისა „ჩვენი დროის ყვავილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ფილიპე მგელაძის (ფ. რუშაველის) თხზულება „პატარა ზღაპარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „ქართული ფილარმონიული საზოგადოება და ჩვენ“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე თოფურიძე ოსმალებთან ბრძოლაში მოკლეს.