საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს გიორგი შატბერაშვილის პირველი ლექსების კრებული გამოქვეყნდა.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წელს გიორგი შატბერაშვილი მიიღეს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრად.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1934 წლებში მამია ასათიანი „ახ. სტალინელის” რედაქტორი იყო ქუთაისში.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1936 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების” ლიტმუშაკი იყო.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1936 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე ჟურნალ „პიონერის” რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი იყო თბილისში.

1933

ტიპი: განათლება

1933 წელს გიორგი ქავთარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლიდან კონსტანტინე მეძველია მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის „მუშები საქართველოში და შრომის გმირი ხოშტარია“.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე კიკვაძემ დაწერა მოკლე ავტობიოგრაფია.

1933

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ თედო კიკვაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დასაარსებლად რჩევები და მითითებები მისცა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე კიკვაძე ვარაუდობდა, რომ მთელი მისი შემოქმედებითი თავგადასავლის აღწერას ცალკე წიგნი დასჭირდებოდა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-1938 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძემ თავისი საქმიანობის მხოლოდ ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენები მიმოიხილა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-1938 წლებში შედგენილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძე აღნიშნავდა, რომ იგი მიზნად არ ისახავდა იმ ყველა მნიშვნელოვანი წერილის აღნიშვნას, რომლებიც სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიულ თუ სხვა პერიოდულ გამოცემებში ჰქონდა გამოქვეყნებული.

1933

ტიპი: ავტორობა

1895 წელს თევდორე კიკვაძემ თავადაზნაურობის საკითხთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძის შეხედულებებისგან განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა.

1933

ტიპი: ღონისძიება

1893-1894 წლებში მარქსის „კაპიტალის“ კითხვა თევდორე კიკვაძისთვის, როგორც მრეწველობაში დაქირავებული მუშაკისთვის, გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და ნაშრომი მაინც წაიკითხა.

1933

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში ოზურგეთის კერძო სასწავლებელში თევდორე კიკვაძის მოღვაწეობის დროს არ ყოფილა შემთხვევა, მასთან მომზადებულს მიზნისთვის არ მიეღწიოს.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძე გურიის მაზრის უფროს ზაკუსოვს მოძალადედ მოიხსენიებდა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძე გურიიის სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძეს სასტიკ პიროვნებად ახასიათებდა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ დაწერ მოკლე ავტობიოგრაფია. ავტობიოგრაფიაში კიკვაძე ოზურგეთის მაზრის უფროს ვანო ჯაფარიძეს უსასტიკეს პიროვნებად ახასიათებდა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 31 ოქტომბერს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ თუ მათი ბახვის ეზოს ჩამოჭრა გზის გაკეთებას უკავშირდებოდა, უნდა შეგუებოდნენ ამ ამბავს, თუ რამე სხვა მიზეზი იყო, მაშინ უნდა გაეპროტესტებინათ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის პირველ ოქტომბერს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქიოძეს სთხოვა თავისი დახატული მამის, გიგო შარაშიძის სურათის გაგზავნა, რომელიც სჭირდებოდა გიგოს საფლავის ქვაზე ამოსაჭრელად.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 7 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ დედას ღია ბარათი გაუგზავნა და მისწერა, რომ ქეთო ქიქოძესთან მივიდოდა და შემდეგ მათ ამბავს დაწვრილებით შეატყობინებდა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს შალვა შარაშიძეს უნდოდა გიორგი კაჭახიძის გაგზავნილი წამალი ლიზიკო ქიქოძისთვის ან ვინმე სხვა ბოტნიკოსისთვის ეჩვენებინა, რათა გაერკვია, რა ბალახი იყო და გურიაში თუ იშოვებოდა.

1932

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1932 წლის 27 ივნისს ბიბი ქარცივაძეს საშა მაჭავარიანმა გაუკეთა ბრმანაწლავის ოპერაცია, რომელსაც დაესწრო ბიბის ბიძა – შალვა შარაშიძე.