რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 1-ელი ივნისიდან გამოიცა გიორგი ლეონიძის ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“. ეს იყო პირველი ქართული პერიოდული გაზეთი, რომელიც წლის ბოლომდე რეგულარულად გამოდიოდა.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს გიორგი ლეონიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წარგზავნილი იყო ფრონტზე ანაპის ქართულ დივიზიაში.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს გიორგი ლეონიძე მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ რედაქციის გამგედ, რომლის დაარსების ინიციატორიც თავად იყო, ჟურნალის სახელიც მას ეკუთვნის. შემდეგ მუშაობდა ჟურნალ „გრდემლში“ ფაქტიურ რედაქტორად. ამის შემდეგ იყო პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს გიორგი ლეონიძემ განცხადება შეიტანა თბილისის საბჭოში, რომელშიც ითხოვდა „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის“ მოწყობას. ამ საქმის ორგანიზაცია სწორედ მას დაავალეს.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს გიორგი ლეონიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის დელეგატი საბჭოების სრულიად საკავშირო მე-8 ყრილობაზე.
1946
ტიპი: ორგანიზაცია
1946 წელს ლიტერატურული და სამეცნიერო შრომისთვის გიორგი ლეონიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლიდან გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა ლიტერატურული მუზეუმის ორგანოს „ლიტერატურული მატიანე“.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1932 წლებში გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობდა სტალინის სახელობის ორთქლმავალთა სარემონტო ქარხნის სალიტერატურო წრეს.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931-1933 წლებში პირველმა გიორგი ლეონიძემ შეკრიბა ცნობები ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ. დაწერა მისი ბიოგრაფია, თბილისსა და რაიონებში ფიროსმანის 20-მდე სურათი შეკრიბა და მეტეხის მუზეუმს გადასცა.

