რეგისტრირებული ფაქტები87764
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: არისტოტელე ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“, ანასტასია თუმანიშვილის „ხუთი ამბავი“, პოლიევქტო კვიცარიძის „სწორ მეტყველება“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“ და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გიორგი საძაგლიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი ხელნაწერები: 1) „ლეილა მიჯნურის ამბავი“, სპარსულიდგან ქართულად გადმოთარგმნილი მეფის თეიმურაზისაგან, სასმენელად მშვენიერი; 2) „გოჩაიანი“; 3) „ვითარ სათანადო არს სჯაი ერთა თვისთა ზედა“; 4) მეფე არჩილის დაწერილი ლექსები; 5) ბესიკის ლექსები; 6) „ლექსთა წყობილებაზედ“; 7) აპოკრიფიული მოთხრობა ღვთისმშობელზე; 8) ბაქარ ბატონისშვილის ლექსები; 9) მეფის ასულის მარიამი წამება.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე დუშეთის მარშლად დ. ი. ერისთავი აირჩიეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით მამედ-ალი-ბეგ აბაშიძე ახალქალაქის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე დავითაშვილი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ევდოკიმის ძე ნაზარენკოს თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სამუელ ივანეს ძე მადერის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო გრიგოლის ასულ მარცვალოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინო გრიგოლის ასულ მარცვალოვისას თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვიაჩესლავ ფრანცის ძე გლავაჩეკის თბილისში, ოლგას ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს საბოსტნე ადგილითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი ივანეს ძე სამსონაძის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამუელ ივანეს ძე მადერს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მათე დავითის ძე სემენოვის ბაქოში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი ივანეს ძე სამსონაძეს გორში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მათე დავითის ძე სემენოვს ბაქოში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე გალუსტას ძე მელიქ-ნუგბაროვს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გალუსტას ძე მელიქ-ნუგბაროვის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ ევდოკიმის ძე ნაზარენკოს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვიაჩესლავ ფრანცის ძე გლავაჩეკს თბილისში, ოლგას ქუჩაზე, ჰქონდა ქვითკირის ერთსართულიანი სახლი საბოსტნე ადგილითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კარაპეტ სერგეის ძე აკოფჯანოვის ახალციხეში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, დამატებითი შენობით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე იაგორის ასულ აგარანოვის თბილისში, ფომინის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თევოს გევორქის ძე ბუდუმიანცის ერევანში, თაფაბაშინის უბანში, მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს სარდაფით, ორი ბოსტნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა ნიკოლოზის ასულ ყაზახოვის თელავში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლსა და ოთხ დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

