რეგისტრირებული ფაქტები90442
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ოქტომბერს ოჩამჩირის მომრიგებელი სასამართლოს დარბაზში ქურდები შეიპარნენ და კოდორისა და სამურზაყანოს ნაწილის გამომძიებელთა ოთახიდან 6 რევოლვერი, 4 ბერდანკის სისტემის თოფი და საქმიანი ქაღალდები მოიპარეს. ორივე ნაწილის ეჭვმიტანილი თარჯიმნები გრიშა ჩხოტუა და სტეფანე ქიშმარია დააპატიმრეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 28 ოქტომბერს 4 წლით კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში გაგზავნეს. სასჯელის გათავების შემდეგ ის საცხოვრებლად ციმბირში უნდა გაეშვათ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის გაგზავნა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუბა წულუკიძეს ოლქის სასამართლომ 9 წლის კატორღა გადაუწყვიტა. მან საქმე განსახილველად პალატაში გადაიტანა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ გამოძიებაში მყოფი სევასტი დობორჯგინიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ოქტომბერს ბანძაში ჟურნალ „კოოპერაციის“ რედაქტორმა იასონ გაბილაიამ წაიკითხა ლექცია კოოპერაციის შესახებ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 28 ოქტომბერს სენაკის მაზრაში მცხოვრები იოსებ ფაჩულია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ოქტომბერს ბანძაში იასონ გაბილაიას ლექციის შემდეგ გუბერნატორისთვის შეადგინეს თხოვნა სამომხმარებლო საზოგადოების დაარსების შესახებ და წესდების პროექტები.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოტე და მიხა წულუკიძეებს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გვეგვე ფაღავას ნოქალაქევის ბოქაულის, დავითაიას დაჭრა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანტონ ბასილაია, რომელსაც 6 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი, პოლიტიკურ ნიადაგზე იყო გასამართლებული.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 27 ოქტომბერს მინა (მინადორა) გრიგოლის ასული ახვლედიანი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უშანგი მგალობლიშვილს დარაჯის მოკვლა ბრალდებოდა და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო წრეს მიზნად ჰქონდა საქართველოს წარსულისა და აწმყოს შესწავლა. წრის ხელმძღვანელი იყო ივანე ჯავახიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თაოსნობით ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 75 წლის შესრულების აღსანიშნავად საღამო გაიმართა, რომელზეც ივანე ბარველმა ილიასადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თაოსნობით ილიას დაბადებიდან 75 წლის შესრულების აღსანიშნავად გამართულ საღამოზე შალვა ნიკოლოზის ძე დადიანმა „მგზავრის წერილების“ ნაწყვეტი წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბერს აბაშაში, სასტუმრო „კავკაზში“ ადგილობრივმა ვაჭრებმა აბაკაროვს სადილი გაუმართეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბერს ალექსანდრე ხიმშიაშვილს სოფელ ლესაში ილიას საღამოს გამართვა სურდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბერს სიმონ ალექსის ძე ქვარიანს ქალთა წრის მორიგ კრებაზე ქართულ ლიტერატურაზე უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 1913 წელს ქუთაისში სიმონ მჭედლიძის რედაქტორობით ყოველთვიური ქართული ჟურნალი „განთიადი“ უნდა გამოსულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისმაილ აგაევს ყალბი ვექსილის შედგენა ედებოდა ბრალად.

