რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ა. მ. შარაფიანი ვაჭრობისა და მრეწველობის კომისტრის ამხანაგად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პოლიევქტო კალანდაძე დაბა ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებაში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ადმინისტრაციული წესით გადასახლებული იოსებ ედიშერაშვილი სასჯელისგან გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 ნოემბერს სოფ. კორბოულში გაიხსნა წიგნსაცავ-სამკითხველო, რომლის გამგედაც ე. იოსელიანი აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პეტრე ალექსანდრეს ძე შვეიკოვსკი ქალაქ გროზნოს ნოტარიუსად დაინიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ მეთოდე მახარაძეს 15 წლის კატორღა მიუსაჯა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ ბრილში ნინო ბებუთაშვილისა და ნიკოლოზ ზუბალაშვილის მოსახსენებელი წირვა ჩატარდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არქიმანდრიტი პიროსი ალავერდის კათედრაზე გადაიყვანეს.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნინო ბებუთაშვილი ნიკოლოზ ზუბალაშვილის მეუღლე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილი ქუთაისიდან ბათუმის საოლქო საპყრობილეში გადაიყვანეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი სექტემბრიდან ელიზბარ ჯაჯანაშვილი მსურველებს ფოტოგრაფიულ ხელობას ასწავლიდა ერევნის მოედანზე მდებარე სახელოსნოში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 აპრილს გამოიცა ამიერკავკასიის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ყველანაირი ტერიტორიისა თუ საცხოვრებელი ფართის ფლობა, განკარგვა, მითვისება თბილისის თვითმმართველობასთან შეთანხმების გარეშე. განცხადებას ხელს აწერდნენ: ამიერკავკასიის სახელმწიფო და სამხედრო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და საქმეთა მმართველი სერგო სირინი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი სექტემბრიდან ელიზბარ ჯაჯანაშვილი საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს ფოტოგრაფიულ ხელობას უფასოდ ასწავლიდა. სახელოსნო ერევნის მოედანზე მდებარეობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ სერაპიონ ბურჯანაძეს სამუდამო კატორღა მიუსაჯა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა ავლაბრის რაიონში შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა ვიქტორ დინგელშტეტს დაავალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა ვერაზე შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა ვლადიმერ ივანეს ძე კაიდანოვს დაავალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, სკოლების კომიტეტმა კუკიის რაიონში შემწეობის საჭიროების მქონე მოსწავლეების სიის შედგენა და მასზე ზედამხედველობა არტემ ივანეს ძე იოანისიანს დაევალა.

