საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა მოვაჭრე ყასაბ ლანჩავას ხორცის არსებულ ნიხრზე ძვირად გაყიდვისთვის ოქმი შეუდგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ 1919 წელს ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკის შემოსავალი 8198.85 მანეთი იყო. მათ ეს თანხა სრულად გასცეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა, კირილე იანოვსკიმ დაწყებითი სკოლების სასწავლო გეგმა დაამტკიცა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არსენ კიკაბიძე ქუთაისში მეპურედ მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრებს აცნობა, რომ მთავარმა გამგეობამ მათთვის 60 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 12 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის მიხედვით, ოლღა ხოფერია სენაკის გამგეობის თავმჯდომარე იყო. 

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 სექტემბერს სენაკის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრება ვლადიმერ დემურიამ გახსნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 19 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე მიხეილ კეკელია იყო, მდივანი – ვალერიან გეგეჭკორი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივნისს სამსონ თოფურია ქუთაისის ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივნისს ყარამან დათეშიძე ქუთაისში ქალაქის ხმოსანთა ამომრჩეველ კრებაზე ასისტენტი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე ნ. ჯანელიძე ასისტენტი იყო. 

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ნიჟარაძე საჩხერის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა შალვა დადიანის მოთხრობის „ჩემი სურათი“ ნაწყვეტი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფ. პატრიშვილის „მგზავრის შენიშვნების“ ნაწყვეტი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსანთა ამომრჩეველ კრებაზე ს. თოფურია ასისტენტი იყო.

1898

ტიპი: სახელი

1898 წელს შალვა დადიანის ნაშრომები გაზეთ „კვალში“ იბეჭდებოდა ფსევდონიმით „ბე-ლი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ 1919 წელს ახალი სენაკის ბიბლიოთეკაში მკითხველთა შორის 2590 ქართველი იყო, 6 კი — რუსი. ბიბლიოთეკიდან სულ 1105 ქართულენოვანი და 17 რუსულენოვანი წიგნი გაიცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ 1919 წელს ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოში მკითხველთა შორის 156 მოხელე იყო, მეურნე — 37, ვაჭარი — 48, ნოქარი — 52, მუშა — 56, მოწაფე კი 2247 იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ 1919 წელს ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 2596 მკითხველი ჰყავდათ. მათ შორის — 449 ქალი, ხოლო 2147 ვაჟი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 1919 წელს მიდიოდა გაზეთები: „ერთობა“, „საქართველო“, „სახალხო საქმე“, „შრომა“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და სხვ., ასევე ჟურნალები – „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“ და „განათლება“.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 24 მაისს ახალ სენაკში ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა. ორგანიზაციის გამგედ გიორგი გამზარდია დაამტკიცეს. სენაკის გამგეობამ სამკითხველოს გასახსნელად 929.46 მანეთი გაიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს 1919 წლის ანგარიში, რომელშიც აღწერილი იყო ზოგადი ცნობები ახალი სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა და სანიტარმა, ი. ჩაჩანიძემ ილ. ხახალეიშვილს, ალ. ნებიერიძესა და ლ. ნებიერიძეს უსუფთაობისთვის ოქმი შეუდგინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პირველდაწყებითი სკოლებისთვის ალექსი ილარიონის ძე გერსამიას შედგენილი ლოცვების წიგნი 2 შაურად იყიდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კ. ბ. ლორთქიფანიძის საქმე სასამართლო პალატას 14 დეკემბერს უნდა განეხილა.