რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი გასაყიდი ნივთების ყიდვა არავის უნდოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1923 წლის შემოსავალ-გასავლისა და მუშაობის ანგარიში განიხილეს. ბალანსი წარმოებული იყო ჩერვონცების კურსით. გამგეობამ ანგარიში დაამტკიცა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ ლორთქიფანიძის წინადადება, ვარლამ ბურჯანაძისთვის ხელფასი თვეში 75 მანეთით გაეზარდათ. გამგეობამ მისი წინადადება მიიღო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 2 ივლისს დაიწყო დაკავებული გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას საქმის წარმოება.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს ჩეკაში წარმოებული პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია იყო სენაკის ნაციონალ-დემოკრატების არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე, აქტიურად მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმებში ნაციონალ-დემოკრატების პარტიის სასარგებლოდ, გეგმავდა წამოსულიყო სენაკიდან და შეერთებოდა პოლიტბანდას. ამიტომ საქართველოს ჩეკაში გადაწყვიტეს, შურღაია დაეკავებინათ 1924 წლის 27 ივნისს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმმა წარადგინა საზოგადოების ქონებიდან გასაყიდი ნივთების სია. გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძესა და ნინო ნაკაშიძეს დაავალა პრეზიდიუმის წარდგენილი სიის მიხედვით ნივთების გაყიდვა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და ნინო ნაკაშიძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, თანამშრომლებისთვის მიეცა ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძეს განათლების კომისარიატთან ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების გაზრდის საკითხზე მოლაპარაკება დაევალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით კანცელარიის ერთ-ერთი თანამშრომელი პირველ სექტემბრამდე მუზეუმის გამგეს, დავით კარიჭაშვილს უნდა დახმარებოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება ბიუჯეტში ფულის უქონლობის გამო შტატის ერთი კაცით შემცირების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, შტატის შემცირების საკითხი მომდევნო სხდომაზე განეხილათ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პროფესორთა კავშირის წიგნის მაღაზიის გამგის თხოვნა წიგნების 30-40%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მაღაზიის გამგისთვის წიგნები 25-30%-იანი ფასდაკლებით, თუ ნაღდ ფულს გადაიხდიდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოების წიგნის მაღაზია 27 ივნისიდან პირველ აგვისტომდე უნდა დაკეტილიყო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 18 ივნისს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია არალეგალური მუშაობის ბრალდებით დააპატიმრეს .
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 18 ივნისს დაკავებული გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია ცხოვრობდა თბილისში, ბელინსკის ქ. N2-ში.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაკავებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას ჰყავდა: მამა, ალექსანდრე – 50 წლის, ვაჭარი; დედა – 35 წლის, დიასახლისი; და – 20 წლის, მასწავლებელი; ძმები – 5 და 1 წლის.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 17 აგვისტოს დაკავებულ გიორგი სოლომონის ძე მხეიძეს ჰყავდა: დედა, ბაბილინა – 48 წლის, დიასახლისი; ძმები: უფროსი – 25 წლის, სტუდენტი; ანდრია – 18 წლის, უმუშევარი; და - ანიჩკა, 17 წლის, მცხოვრებნი სენაკში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 17 ივნისს გიორგი სოლომონის ძე მხეიძე დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა და ყაჩაღური თავდასხმები თბილისში. ნაციონალ-დემოკრატების პარტია სენაკში პოლიტ ბანდასთან შეერთებას აპირებდა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
გიორგი სოლომონის ძე მხეიძის საქმის მიხედვით, იგი იყო ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თუმცა დოკუმენტში, რომელსაც თავად აწერს ხელს, უწერია, რომ იყო უპარტიო.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 17 ივნისს ნიკოლო მიწიშვილმა ნუცა ღოღობერიძეს პარიზიდან მისწერა, რომ პარიზში ქართული გამომცემლობის დაარსებისა და დაფინანსების შესახებ პირუმოვისგან თანხმობა ჰქონდა მიღებული.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 16 ივნისს საფრანგეთში ვატიკანის ნუნციუსი ჩერეტი უგზავნის მოწვევას საქართველოს მინისტრ აკაკი ჩხენკელს და ატყობინებს, რომ აწყობს წვეულებას მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებისთვის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართება ელისეს სასახლეში 20 ივნისს 15 საათსა და 30 წუთზე.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 12 ივნისს იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის განათლების კომისარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით ოლღა ჭავჭავაძისთვის პენსიის 60 მანეთამდე გაზრდას სთხოვდა (უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ოლღა ჭავჭავაძის პენსია იყო 39 მანეთი).
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის განათლების კომისარს ოლღა ჭავჭავაძისთვის ილია ჭავჭავაძის წიგნების საფასურის( სახელმწიფო გამომცემლობას წაღებული ჰქონდა 5000 ეგზემპლარი. „განდეგილი“ – 1000, „კაკო ყაჩაღი“ – 1000, „ოთარაანთ ქვრივი“ – 1000, „სარჩობელაზედ“ – 2000. სულ 1000 მანეთის ღირებულების.) საკომისიოს – 20 პროცენტს სთხოვდა.