რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ანარქისტების პარტიამ თავის წევრებს დაავალა, თავს დასხმოდნენ მატარებელს, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. მძარცველები შეიპყრეს, მათ შორის ეფემ კუჩუკიც.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მისი ჩანთა გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს წიგნაკი, რომელშიც აღწერილი იყო მაზრაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები მონაწილეთა ინიციალებითა და წარწერით: „გადაეცეს შემდეგში გამარჯვებული ხალხის სასამართლოს“.
1907
ტიპი: გარდაცვალება
თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ბათუმში ერმოლოვზე თავდასხმის დროს დაჭრილი ვარდენ თიკანაძე კაზაკებმა შეიპყრეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მის რაზმს სათავეში პორფილე პაიჭაძე ჩაუდგა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს პორფილე პაიჭაძემ შორაპნის მაზრაში გაფანტული ყოფილი რაზმელები შეაგროვა და ისევ ერთ გუნდად გააერთიანა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს შვეიცარიიდან გაძევებული იოსებ დავრიშევი პარიზში გადასახლდა და სახელი შეიცვალა, ხან იწოდებოდა დავრიშერად, ხან – ჯოზეფ დე დავრიშევად, ბოლოს კი – ჯოზეფ ჟაკ დავრიშევად.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს შვეიცარიაში ბაქოელი მეწარმისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული იოსებ დავრიშვილი სასამართლომ გაამართლა, მაგრამ შვეიცარიიდან გააძევა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს პორფილე პაიჭაძის რაზმს შეუერთდნენ აფრასიონ მერკვილაძის დებიც – ალექსანდრა და მინადორა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს შვეიცარიის პოლიციამ ბაქოელი მეწარმისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართველთა ჯგუფი დააკავა. დამნაშავეთა შორის იყო იოსებ დავრიშვილიც.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სადგურ ლაშეში თავს დაესხნენ საფოსტო მატარებელს. თავდასხმაში მონაწილეობდნენ ვლასა მგელაძე და არჩილ თვარელიძე.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წელს სადგურ ლაშეში საფოსტო მატარებელზე თავდასხმის დროს დახოცეს მენშევიკი მუშები – ცინცაძე, ხოფერია და არაბიძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სადგურ ლაშეში საფოსტო მატარებელზე თავდასხმის შემდეგ არჩილ თვარელიძემ მოპარული ფულის დიდი ნაწილი მიითვისა და საზღვარგარეთ გაიქცა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სიმონ ტერ-პეტროსიანმა პეტერბურგიდან ე. წ. „სტოლიპინის სისტემის“ დინამიტი ჩამოიტანა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს კოტე ცინცაძე, ვანო კალანდაძე და ბაჭუა კუპრაშვილი პარასკევობით შორაპნიდან მომავალ საფოსტო მატარებელს ორჯერ დაესხნენ თავს ჭიათურაში და მეორე მცდელობაზე 30 000 მანეთი გაიტაცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ბორჯომში საფოსტო ეტლზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ კოტე ცინცაძე, ვანო კალანდაძე და ბაჭუა კუპრაშვილი ჭიათურაში წავიდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს კოტე ცინცაძემ, ვანო კალანდაძემ და ელისე ლომინაძემ ქალაქის აღმასკომის ქვეშ მდებარე ლომბარდი გაძარცვეს, 2 500 მანეთი მოიპარეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ჭიათურაში საფოსტო მატარებლიდან გატაცებული 30 000 მანეთი კოტე ცინცაძემ, ვანო კალანდაძემ და ბაჭუა კუპრაშვილმა Боевая дружина-ს ჩააბარეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს კოტე ცინცაძე, ვანო კალანდაძე და ბაჭუა კუპრაშვილი ბორჯომში იქაურ მენშევიკებთან ერთად თავს დაესხნენ საფოსტო ეტლს, მაგრამ ფულის წაღება ვერ შეძლეს, ეტლი დაჭრილმა ცხენებმა გაიტაცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს იოსებ ჯუღაშვილი ბაქოში გადავიდა და იქაც დააარს ა 906 წელს თბილისში შექმნილი Боевая дружина მსგავსი ორგანიზაცია.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ფინეთიდან სიმონ ტერ-პეტროსიანის მიერ ჩამოტანილი იარაღის ერთი ნაწილი მიხაილოვის ქუჩაზე, ბაჭუა კუპრაშვილისა და ვანო კალანდაძის ბინაში, ინახებოდა.

