საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრე წარმოადგენდა ჩირიკოვის ოთხმოქმედებიან დრამას „ებრაელები“. მონაწილეობდნენ: ბ. ნებიერიძე, ა. საგინაშვილისა, გრიშა ანაშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, ნიკო გოცირიძე, მიხეილ ინაშვილი, მეტრეველი, სერგო პეპანოვი და გიორგი ყიფშიძე; რეჟისორი — ალექსანდრე იმედაშვილი, ადმინისტრატორი — ანტონ ჭიაბერაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივნისს ქართველი თავადაზნაურების ახალი თეატრი პეტერბურგის სამეცნიერო წრის სასარგებლოდ შოთა დადიანის „პირიმზესა“ და „ზეინაბისა და ოთარბეგის გასამართლებას“ წარმოადგენდა. რეჟისორი – ალექსანდრე წუწუნავა, დიასახლისი – ელენე ვაჩნაძე.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გაზეთების სარეკლამო აგენტი, მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია, მიხეილისა და კიროჩნის ქუჩების კუთხეში მდებარე სასტუმრო „იმპერიალში“ გადავიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 ივნისს ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლი წარმოადგენდა ვალერიან გუნიას პიესას „და-ძმა“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ბ. კარგარეთელი, ნ. ჯავახიშვილი-შალიკაშვილისა, შ. საფაროვი, კ. ჭელიძე, დ. მგალობლიშვილი და ვ. მაისურაძე. საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობას მიიღებდნენ: იოსებ გრიშაშვილი, გ. ჩუბინოვი და ელიოზოვი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ პატარა ცემში ბავშვთა სანატორიუმი გახსნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 ივნისს გამომცემლობა „ალიონმა“ (გამგე ვასილ გადელია) „სახალხო გაზეთში“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ უახლოეს ხანში გამოვიდოდა შემდეგი წიგნები: კარლ კაუცკი (თარგმანი ფილიპე მახარაძისა), ივანე გომართელის „ადამიანი და ზნეობა“ და ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას „ბედის ტრიალი“.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გოლოვინის პროსპექტის 21 ნომერში, ძმები ტარნოპოლების მაღაზიაში, იყიდებოდა შპალერი, რომლის ფასი 8 კაპიკიდან 6 მანეთამდე მერყეობდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, კანისა და ვენერიულ სნეულებათა ექიმი ალექსანდრე ნესტორის ძე დიასამიძე პაციენტებს მოსკოვის ქუჩის №9-ში იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, დიმიტრი ახვლედიანი შინაგანი და ბავშვთა სნეულებების მქონე პაციენტებს ელისაბედის ქუჩის №92-ში იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ნინო რცხილაძე პაციენტებს ვერაზე, ოლგას ქუჩა N 25-ში იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ნ. ა. დემიდოვი ქუთაისში კბილის ექიმი იყო.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ოფთალმოლოგი ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი პაციენტებს კიროჩნის ქუჩის №9-ში 9-დან 11 საათამდე იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან და ვენერიულ სნეულებათა ექიმი კონსტანტინე ტყეშელაშვილი პაციენტებს იღებდა ქუთაისში და თბილისში, ფირალოვის სახლში.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან და ბავშვთა სნეულებების ექიმი ვასილ გიორგის ძე წერეთელი პაციენტებს ივანოვის ქუჩაზე, მოსე ქიქოძის სახლში იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, შინაგან სნეულებათა ექიმი ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე პაციენტებს ბელინსკის ქუჩა N 18-ში იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ტაია დავითის ძე ჩაჩიბაიამ დააფუძნა სავაჭრო ამხანაგობა „ჩაჩიბაია და ძმები“.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, „ჩაჩიბაია და ძმების“ ღვინო იყიდებოდა ვაგზლის ქუჩაზე მდებარე საწყობში (გამცემი ს. ჩაჩიბაია) და გასტრონომებში.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ელენე (ანიკო) პავლიაშვილმა თბილისის ქალთა მესამე (ანანოვის) გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ანნა ზარაფიშვილმა და ნინო ლომკაციშვილმა თბილისის ქალთა მესამე (ანანოვის) გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მარიამ თეთრაძემ, ნინო კარახანოვმა და თამარა ქორადლიშვილმა თბილისის ქალთა მესამე (ანანოვის) გიმნაზია დაამთავრეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მარიამ ფიცხელაურმა, ბარბარე სვიმონიშვილმა და თამარ ბახუტაშვილმა თბილისის ქალთა მესამე (ანანოვის) გიმნაზია დაამთავრეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, რიფსიმე გაგლოშვილმა, ნატალია ესიტაშვილმა, სოფიო კურდღელაშვილმა და თამარ მაღალაშვილმა თბილისის ქალთა მესამე (ანანოვის) გიმნაზია დაამთავრეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გიორგი ილარიონის ძე გრძელიშვილი ეგზარქოსს მღვდელთმსახურების უფლების აღდგენას სთხოვს, ვინაიდან საოლქო სასამართლომ იგი არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მესამე სათათბიროს დეპუტატები: ევ. გეგეჭკორი და კ. ჩხეიძე პეტერბურგიდან დაბრუნდნენ.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი, რომელიც იმპერიისთვის მიუღებელი სტატიის დაბეჭდვის გამო იყო დაპატიმრებული, მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.