საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90430

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ამბროსი ჭელიძე იყო თბილისის პირველი რაიონის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბოლოს კი ამავე ორგანიზაციის თბილისის კომიტეტის წევრი.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ჭიათურის ტექნიკუმის მოწაფე.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო მარქსისტთა ორგანიზაციის ადგილობრივი კომიტეტის წევრი, ენერგიული, მტკიცე ახალგაზრდა.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძე იყო 23 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვასო კაპანაძე იყო ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის თბილისის მეორე რაიონის კოლექტივის წევრი, დაუზარელი მუშაკი, კარგად ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს ახალგაზრდობაში და მათი შემაკავშირებელი ორგანიზაციის ირგვლივ.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გრიშა კეკელიძე იყო 23 წლის, სტუდენტი, აღმოსავლეთ გურიის ახალგაზრდობაში გამორჩეული მუშაკი, ადგილობრივი ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა, რომელიც მოსკოვის ჯალათებმა თავს მოახვიეს ქართველ ერს, იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი მამალაძე, მიხეილ მეიფარიანი, პარმენ სამხარაძე.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „ისევ სოლოვეცის კუნძულები“ მიხედვით, ბოლშევიკებმა აფთონ წულაძე თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვეცის კუნძულზე საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. კუნძული ზღვის გაყინვის გამო 9 თვე მოწყვეტილია სამყაროს. ბანაკში გამეფებულმა სიმხეცემ და პოლიტიკური ტუსაღების წამებამ ევროპის საზოგადოება ააღელვა და მოსკოვის კომისრები იძულებული გახადა, ბანაკი გაუქმებულად გამოეცხადებინათ, გადასახლებულები კი წამოეყვანათ. ჩანს, ისევ განუახლებიათო, აღნიშნულია წერილის ბოლოს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა ლადო ახმეტელაშვილის, შვარცის ფსევდონიმით, „ჰეიდელბერგის „პარტეიტაგის“ გამო“ (წერილი გერმანიიდან) სექტემბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წლიური ყრილობის, „პარტეიტაგის“ შესახებ, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის 350 დელეგატთან ერთად საქართველოს ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა მიხეილ ხუნდაძის წერილი „ახალგაზრდა სოციალისტთა ინტერნაციონალი“.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – კვატაშიძე.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ჭიათურის დაცემისას მტერთან შეტაკების დროს ბოლშევიკებს ჩაუვარდა ტყვედ, რადგან ბოლო წუთამდე იბრძოდა და თავისი სიმამაცის მსხვერპლი გახდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვინც კი გამხეცებულ ბოლშევიკებს პირველ დღეებში ხელში ჩაუვარდა ჭიათურა-საჩხერეში, განურჩევლად იმისა, აჯანყებაში მონაწილეობდა თუ არა, ყველა, დაახლოებით 200 კაცამდე, უმეტესობა მაღაროს მუშები და გლეხები, ზესტაფონში გაისტუმრეს დასახვრეტად ილარიონ ტალახაძის და ალექსანდრე ვაშაძის განკარგულებით, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ზესტაფონის ახლოს ღამის სამ საათზე ვაგონებში ჩამწყვდეულ ტუსაღებს ბატალიონის ჯარისკაცებმა ტყვიამფრქვევი დაუშინეს. დახოცილები ნიაღვრის თხრილებში ჩაყარეს და ისე მიატოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ მახლობელი სოფლების გლეხებმა დააყარეს მიწა უკვე გახრწნილ გვამებს, მათ შორის იყოს იუსტინეს შარაშიძე გვამიც.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ ფილიპე მახარაძე საქართველოს მიერ რუსეთის ჯარით დაპყრობას ქებას ასხამს, აცხადებს, რომ ხალხის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ აღარავის სურს ფილიპე მახარაძის ქვეშევრდომობა, აუჯანყდა მისი რუსეთუმე დაწესებულება, აჭარისტანის საბჭო, იქამდე აფხაზეთი, სამეგრელო, ალბათ ჯერი მიდგება გურიაზე, იმერეთსა და სვანეთზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი ინფორმაციის „ტერორი გურიაში“ მიხედვით, მოფერებისა და მოტყუების პოლიტიკა, რომელიც ფილიპე მახარაძის პირით ეცნობა გურულებს, საშინელი ტერორით დაგვირგვინდა. კომუნისტების ბანდა დასდევდა სოციალ-დემოკრატებს და სადაც მოასწრებდნენ, ესროდნენ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთხილის გამოჩენის შესახებ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ გადაიხადა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საწევრო გადასახადი – სამი მანეთი. კვიტანციას ხელი მოაწერა ხაზინადარმა, იროდიონ სონღულაშვილმა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 8 ნოემბერს ოდუნკურში გამართულ ქართველთა კოლონიის კრებას 80 კაცი დაესწრო. მოისმინეს საქართველოდან ახლად დაბრუნებული ვლასა მგელაძის მოხსენება.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა ღვინიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების სახლში წაღების ნებართვა სთხოვა, რადგან სამსახურის გამო მუზეუმში სიარულს ვერ ახერხებდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მორიგი წლიური ყრილობის თავმჯდომარემ, ოტო ველსმა ისაუბრა საქართველოს ხალხის ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რასაც მოსკოვის ოკუპანტების მისამართით მოჰყვა უკმაყოფილების გამოძახილი.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის პირველ სექტემბერს პრაღის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გასცა ცნობა, რომ შალვა მაღლაკელიძე აღნიშნულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925 წლის სექტემბრიდან პეტრე ბახტურიძე ქუთაისის აგრონომიული ტექნიკუმიდან მასწავლებლად გადაიყვანეს ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში.