საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ წერეთლის თხოვნა სალიტერატურო ფონდის თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 20 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ სიმონ, გიორგი და თეოფილე დავითის ძე ოთხმეზურები ახლობლებს აუწყებენ, რომ სოფელ დვაბზუში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, დედის – ასპირო გიორგის ასულ ოთხმეზურის სულის მოსახსენიებელ წირვას გადაიხდიდნენ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ აღათი და პეტრე ურუშაძეები, ეფროსინე, ივლიტე, ათანასე და ისაკ ჭანტურიები ნაცნობებს გიგო დარისპანის ძე ურუშაძის გარდაცვალებას აუწყებენ.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში გრიგოლ დიასამიძესა და პართენ გოთუას შორის ინცინდენტი მოხდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ნ. კ. გაუსმანი სახალხო უნივერსიტეტის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „კომეტები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ციხის ზედამხედველის ცოლმა, ა. ს. ლისენკომ პოლიციას განუცხადა, რომ სამი ძროხა მოჰპარეს. ეჭვის საფუძველზე რაჭის მაზრის მცხოვრებნი — ი. ს. მახაშვილი, გ. და დ. ბიჭაშვილები დააკავეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ გიორგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „სახალხო უნივერსიტეტები საზღვარგარეთ, რუსეთში და კავკასიაში“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძემ წაიკითხა ლექცია „ჰაერი და ჰავა“.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, არკადი ნიკოლოზის ძე მილოვის დაჭრაში ეჭვმიტანილი ნოქრები სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 2 თებერვალს თბილისის პოლიციამ ა. სარიჩკინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ. მ. პირუმოვი და ო. მოვსესოვი დააკავა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიმართა დრამატული საზოგადოების კრება, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გინტორი ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერი იყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 1-ელ თებერვალს პოლიციამ შეიპყრო თბილისის მოქალაქე ვ. ი. კოროსიანცი, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერ გინტორის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში ვასილ ყიფიანის ხუთმოქმედებიან დრამას, „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგენდნენ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხეილ ქოიავა და ევგენი პერტენავა ვა(ო)გზლის N17-ში სასტუმრო „ბორჯომს “ფლობდნენ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობაზე უარი თქვა თავმჯდომარის მოადგილემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და რედაქტორი მარიამ ივანეს ასული დემურია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის თებერვალში ლევ მეტრეველმა დრამატული თხზულება „ლანდია“ დაწერა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის სტატიის „აქტიორი, ავტორი და რეჟისორი“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „ელეგია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ზოგიერთებს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური „რა გვმართებს, რა გვეჭირვება?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილის სტატია „119 წელი ქართულის თეატრისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილის სტატია „ე. როსტანის ახალი პიესა „შანტეკლერი“, უცხოეთის თეატრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მე-4 სურათი.