საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას რუსეთის დაწყებით სკოლებში უფასო სწავლებაზე, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაზე, პრესის თავისუფლებასა და სახელმწიფო სამსახურის მსურველთათვის გამოცდების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პ. ნ. დემიდოვი მეან-გინეკოლოგი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ნ. ეგიაზაროვი ნევროლოგი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. ა. ტატევოსოვი პედიატრი იყო.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ღლონტი და ხაფავა ძარცვის ბრალდებით გაასამართლეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ე. ავეტისოვი მუშაობდა მეან-გინეკოლოგად თბილისში, ელიზავეტინსკის ქუჩა N101-ში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, მ. რ. ელჩიევი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, აღაჯანოვი ექიმი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კანისა და ვენსნეულებათა ექიმი მ. ი. მურადოვი პაციენტებს რტიშცევსკის ქუჩა N 1-ში იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალ-გუბერნატორი ნიკოლოზ ვასილის ძე კლეიგელსი, ფინლანდიის საქმეების მინისტრად დაასახელეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს ლავრენტ დავითის ძე აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დროებით ისევ თონეთის მასწავლებლად დაეტოვებინათ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის მოხსენება ქუთაისის მასწავლებელთა გაფიცვისა და ბათუმის სკოლის დროებით დახურვის შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს კონსტანტინე შენგელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სამიქაოში ბიბლიოთეკის გახსნა სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ბროსეს მიერ შეგროვებული წერილები.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნაწილ-ნაწილ მიეცათ ის ფული, რომელიც რკინიგზის მუშებმა ნაძალადევის ბიბლიოთეკას შესწირეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვ. გოგიჩაიშვილი, ვ. მუსხელაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში სწავლა დაიწყო 9 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში სწავლა დაიწყო 5 სექტემბერს და დასრულდა პირველ ივნისს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ორდე სოლომონის ძე დგებუაძე დაიბადა 1905 წლის 5 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ანაკლიაში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის თხოვნა სესხის მიცემის შესახებ. მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვ. მუსხელაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვ. მუსხელაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ როინაშვილისა და ალექსანდრე ზაალიშვილის თხოვნა შემწეობის შესახებ, თუმცა ორივეს უარი უთხრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 7 ივნისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 10322.87 მანეთი, დაიხარჯა – 3800.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომასზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 7 ივნისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 10322.87 მანეთი, დაიხარჯა – 3800.