საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92236

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, 136 წევრი ჰყავდა. 

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გაბრიელ კოკაშვილმა, დავით მოზდოკელოვმა, ივანე მრევლიშვილმა, ივანე ნადიბაიძემ, ალექსი ნავროზაშვილმა, დავით ნადიბაიძემ და გრიგოლ ვარდაშევმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – იოანე შანავაძემ, დიმიტრი შავთვალოვმა, ზაქარია შიხაშვილმა, მიხეილ შარუმაიძემ, იოსებ ხეთაგურმა, ალექსი ხინჩაგაშვილმა, იგორ ჩქარეულმა და ივანე ჩითაევმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ილია სხირტლაძემ, ლეონტი სოხაძემ, არტემ სვეჩნიკოვმა, ზაქარია სვიმონოვმა, იაგორ საწიროვმა, პავლე სავიჩმა და დავით სირაძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ნიკო რამაზაშვილმა, ივანე როსტიაშვილმა, მინა კბილაძემ, ივანე კახაძემ, ივანე მელაშვილმა, ეკატერინე სარაჯიშვილისამ და გიორგი სხირტლაძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს. 

1908

ტიპი: ღონისძიება

მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე პავლე ფშავლიშვილი ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ლეონტი ილარიონის ძე წიქორიძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში გიორგი იაკობის ძე კუჭუხიძე სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში გიორგი იაკობის ძე კუჭუხიძე სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: განათლება

1907-1908 წლებში ნოე რამიშვილი ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1913 წლებში თეოფილე სოფრონის ძე მინდელი სო­რის მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1917 წლებში პოლიევქტო სოფრომის ძე გაგოშიძე პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში ანდრია პეტრეს ძე ადამია სოფ. ივანდიდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში ნიკოლოზ სერაპიონის ძე კიკნაველიძე სოფ. კიკნაველეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალების – „სუსხი“, „სეტყვა“ და „შოლტი“ – რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომპარტიის წევრი გახდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1910 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი სვიმონის ძე ქავთარაძემ ლექსების წერა 1908 წელს დაიწყო. იგი დემონის ფსევდონიმით წერდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში კირილე ეგნატეს ძე ნამიჭეიშვილი ონჯოხეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში ილია ნიკოლოზის ძე ჯინჭველაშვილი ოფშკვითის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში რაჟდენ იოვანეს ძე სანებლიძე ოფშკვითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში გიორგი მიხეილის ძე მებურიშვილი სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში იუსტინე ილარიონის ძე გოგაძე ვანის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო

1908

ტიპი: ღონისძიება

1908-1909 წლებში ხონში საზაფხულო წარმოდგენების გამართვას მიწვეული მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ხელმძღვანელობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს გიორგი ივანეს ძე ნატრაძე ფილარმონიის საზოგადო სკოლის ინსპექტორი იყო.