რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ეკატერინე გაბაშვილისამ დამსწრეთ თბილისის ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლის ისტორია გააცნო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილმა ეკატერინე გაბაშვილის მოკლე ბიოგრაფია წაიკითხა და მისი რამდენიმე მოთხრობა განიხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ჩიტო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ დოღონაძემ ერთი დარაჯი რევოლვერით მოკლა, მეორე – დაჭრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს ბაგრატ ცნობილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თედორე პეტროვს ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ექიმი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს რაჟდენ ცანავა საგუბერნიო სატუსაღოდან სამუშაოდ თბილისში გაგზავნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ხომერიკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფ. ფარცხმის სამრევლო სკოლისთვის ჟურნალ „ნაკადულის“ გამოწერის გამო მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი დავით ზაქარაია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს მიხეილ პაპისოვი საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 4 ნოემბერს თედორე პეტროვი ჭლექით გარდაიცვალა საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ა. ტერ-აკოფოვის სკოლა პანსიონში მოსწავლეებს 6 წლიდან იღებდნენ და მეხუთე კლასამდე ამზადებდნენ გიმნაზიებში, რეალურ სასწავლებლებში, კადეტთა კორპუსსა და სხვა სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრებმა კონსტანტინე ფოცხვერაშვილს კონცერტის ორგანიზებისთვის 300 მანეთი გადაუხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს თამარ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ დადიანი იყო, თავმჯდომარის ამხანაგი — სვიმონ კვიტაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იასონ კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის მსახურთა დასახმარებლად 180 მანეთი გაიღო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის მდივანი სიო ჭანტურიშვილი იყო, მოლარე კი — ვასილ ხუჭუა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი ანდრია თეოდორეს ძე ომელანენკო ოზურგეთის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

