რეგისტრირებული ფაქტები92227
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ნიგოითის მდებარე სახნავი ადგილები, 410 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ლევან მელიქიშვილმა გახსნა მეხუთე არქეოლოგიური კრება.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად დაარსდა განსაკუთრებული კომისია. ამ კომისიის წევრი იყო ნიკოლოზ ჭავჭავაძე.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად დაარსდა განსაკუთრებული კომისია. ამ კომისიის წევრი იყო კოვაჩი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად დაარსდა განსაკუთრებული კომისია. ამ კომისიის წევრი იყო ირაკლი მუხრანბატონი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 26 სექტემბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, ნაკაშიძე უნდა დაენიშნათ რწმუნებულად სახელმწიფო ქონების დეპარტამენტში.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად, მიხეილ რომანოვის ნებართვით, უმთავრესი სამმართველოს უფროსმა დააარსა განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარეც იყო ორლოვსკი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 10 ოქტომბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, თუმანიშვილს ორი თვით დაატოვებინეს თანამდებობა, რადგან ის ამ პერიოდში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით, ქორქაშვილი გაანთავისუფლეს ქუთაისის გუბერნიის პროკურორის თანამდებობიდან.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს ეფრემ აბდუშელიშვილმა დატოვა ლანჩხუთის „უჩასტკის ნაჩალნიკის“ თანამდებობა და გახდა ბახვის „უჩასტკის ნაჩალნიკი“.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 8 ნოემბერს სიღნაღის სასწავლებლის ზედამხედველი სერგეევი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან და დანიშნეს სხვა სასწავლებლის ზედამხედველად.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის გიმნაზიის უფროსმა მასწავლებელმა შოლკოვიჩმა გააგრძელა მუშაობა რუსეთის სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე.
1866
ტიპი: ავტორობა
1866 წლის 11 აგვისტოსთვის თბილისში დანიშნული იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე უნდა აერჩიათ ის პირები, რომლებიც მმართველ/საქალაქო თანამდებობებს დაიკავებდნენ. ორლოვსკიმ ამომრჩევლებს მოუწოდა ზედმიწევნით დაეცვათ ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც თბილისის მაცხოვრებლები 4 უწყებად დაყვეს. ამ ოთხი უწყების წარმომადგენლები ცალ-ცალკე უნდა შეკრებილიყვნენ და ამოერჩიათ ას-ასი კაცი, რომლებიც შემდეგ აირჩევდნენ თანამდებობის პირებს. ორლოვსკიმ გამოთქვა იმედი იმისა, რომ ამორჩეულები სამოქალაქო თანამდებობებზე დანიშნავდნენ პატიოსან, გამოცდილ და საიმედო პირებს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 იანვარს თბილისის გუბერნიის სამმართველოში დაგეგმილი იყო გორში მდებარე სარდიონ მაჩაბლის მამულის გაყიდვა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 იანვარს თბილისის გუბერნიის სამმართველოში დაგეგმილი იყო გაყიდვა ალექსი შადინოვის მამულისა, რომელიც მდებარეობდა თბილისში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული თეატრის მსახიობი კოტე მესხი, განსხვავებით სხვა მსახიობებისგან, ახალ როლებს განსხვავებულად და საინტერესოდ თამაშობდა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 23 იანვარს თბილისის გუბერნიის სამმართველოში დაგეგმილი იყო ელისაბედ ბაგრატიონ-მუხრანსკის მამულის გაყიდვა. მამული მდებარეობდა თბილისში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ქართული თეატრის მსახიობი ბაბო ხერხეულიძე იმდენად არაენერგიულად და სუსტად თამაშობდა სცენაზე, რომ ის ძლიერი დრამატული როლების თამაშს ვერ შეძლებდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა განხილვა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხული“, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ქართული თეატრის მსახიობმა ვლადიმერ მესხიშვილმა მის მიერ შესრულებული როლებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავს დავალიანება ჰქონდა 4614 მანეთი და 60 კაპიკი.

