საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულების კრებაზე აპრიამოვმა წაიკითხა მოხსენება მოქალაქეთა გამგეობასთან მუდმივი სარევიზიო კომისიის დანიშვნის შესახებ.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს ბაქოში როტშილდის ქარხანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელმაც რამდენიმე კაცი იმსხვერპლა. მომხდარის გამო დააკავეს ქარხნის გამგე ფეიგლი. ბაქოს საოლქო სასამართლომ დაკავებული გაამართლა, მაგრამ პროკურორი ამით არ დაკმაყოფილდა და საქმე სამოსამართლო პალატაში გადაიტანა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულების კრებამ უარყო აპრიამოვის წინადადება მოქალაქეთა გამგეობისთვის მუდმივი სარევიზიო კომისიის დანიშვნის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში შეიკრიბნენ კავკასიის გუბერნატორები თავიანთი გუბერნიების საჭიროებათა განსახილველად. თბილისში იმყოფებოდა ერევნის გუბერნატორი ვ. ფ. ტიზენჰაუზენი, ბაქოდან გენერალი ოდინცევი და თერგის ოლქიდან გენერალი ტოლსტოი.

1902

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1902 წლის ნოემბერში მძიმე ავადმყოფ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს სანახავად ქუთაისიდან ფოთში ჩავიდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა თბილისის გუბერნატორს თხოვნით მიმართა, ნება დაერთოთ პატიმრებისათვის საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ნოემბერში პეტერბურგში ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი შერვაშიძის პროექტი სასოფლო-სამეურნეო თანხების მოხმარების შესახებ.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს ქალაქ თბილისის სასამართლომ გაამართლა გამგეობის წევრებად ნამყოფი ა.ივანენკო და ქრისტეფორე ვერმიშევი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიის მონაწილენი გაემგზავრნენ პეტროვსკში. სესიის თავმჯდომარე იყო პალატის უფროსი თავმჯდომარე, სენატორი ვრასკი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის პირველ ნოემბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში დაინიშნა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც განიხილეს გიორგი ჟურულის მოხსენება ევროპაში კოოპერაციების განვითარების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 1-ელ ნოემბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე განიხილეს ლევან ჯანდიერის მოხსენება ადგილ-მამულის დაცვის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე კავკასიის ამხანაგობის გამგე კ. ს. სარქისოვმა უარი თქვა ხმოსნობაზე, რადგან სამსახური არ აძლევდა ამის საშუალებას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ოქტომბერს პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებაზე პ. ს. ღამბაროვმა ისაუბრა სოფლად კოოპერატიული საზოგადოებისა და კავშირის დაარსების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 31 ოქტომბერს პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებას დაესწრნენ პ. ს. ღამბაროვი, ალექსანდრე ქალანთარი, გიორგი ჟურული და ივანე თაიროვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 31 ოქტომბერს ა.ნ. სულთან-კრიმგირეის თავმჯდომარეობით გაიმართა პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრება.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდში გაიხსნა ქალთა ორკლასიანი სკოლა, რომელსაც პრინცესა სალომე დავითის ასულმა მიურატმა 40 000 მანეთის ქონება შესწირა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდში გაიხსნა ქალთა ორკლასიანი სკოლა, რომელსაც პრინცესა სალომე დავითის ასულმა მიურატმა 40 000 მანეთის ქონება შესწირა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ სხდომაზე განიხილა მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის გოგოლის ძეგლის ნიმუში და გადაწყვიტა, წარდგენილი მოდელი დაედგათ ალექსანდრეს ბაღში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ხანძარმა დიდი ზარალი მიაყენა დიდუბის ზოგიერთ მცხოვრებს. მათ ქალაქის გამგეობას სთხოვეს შემწეობა. გამგეობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა დაზარალებულთა განცხადებები და გადაწყვიტა, დიდუბის ეკლესიის მღვდელი მ. ცინცაძეს მოეწვიათ და ერთად შეედგინათ დაზარალებულთა სია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 11 და 27 ნოემბერს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ოქტომბერს აშენებული ერევნის რკინიგზის ჩასაბარებლად თბილისიდან გაემგზავრა კომისია, რომელშიც შედიოდნენ გზათა მთავარი ინსპექტორი კეტრიცი, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ი.ს. შაიკევიჩი და სხვ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისიდან გაემგზავრა კომისია, რომელმაც ჩაიბარა ერევნის რკინიგზა. კომისიის წევრები იყვნენ: გზათა მთავარი ინსპექტორი კეტრიცი, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ი. ს. შაიკევიჩი და სხვ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისის გუბერნიაში სახალხო კითხვათა გამმართველი საზოგადოების დამფუძნებელთა კრებას 12 კაცი დაესწრო. გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ხუდადოვი, თავმჯდომარის ამხანაგად – იპ. ივ. პლამენევსკი, ხაზინადრად – ა. ლ. კოზლოვი, მდივნად – ტიხომიროვისა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ნოემბერს ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ქართველი კანდიდატები იყვნენ: ნიკო ჯაყელი, გრიგოლ ელიავა, სამსონ ელიაშვილი, ივანე კაკაბაძე და ივანე კახიანი.