საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87507

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის გადაწყვეტილებით მოქალაქე ჯალალოვმა, რომელმაც ააშენა საავადმყოფო გადამდებ სენიანთათვის, მესამე რიგის მოწმობა აიღო მეორე რიგის მოწმობის ნაცვლად. კანონდარღვევისათვის მას 150 მანეთის გადახდა დაეკისრა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მ. ზ. კარლინსკის ზეთის ქარხანა ჰქონდა თბილისში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს სვიმონ არუთინოვს თბილისში საპნის ქარხანა ჰქონდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ლევბერგს ბათუმში ჰქონდა თამბაქოს ქარხანა „თამარა".

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს პ. ე. გვრიტიშვილს თბილისში ჰქონდა ცხენის მოსაკაზმი სამკაულებისა და იარაღების სახელოსნო.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ბარონ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს შუშის ქარხანა ჰქონდა სოფელ მაჰმუთლში (ბორჩალო).

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნ. ყაზაროვმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე გაიტანა თავის სახელოსნოში დამზადებული სიგარეტის გილზები და გილზის გასაკეთებელი მანქანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გაბრიელ თამამშევმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თბილისიდან თავისი ფქვილის ნიმუში გაიტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამბარცუმ ენფიაჯიანცმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე სხვადასხვანაირი სიგარეტი, თამბაქო და სხვა ნაწარმი წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გ. ს. მიასნიკოვმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თბილისიდან სიგარეტის გილზები წარადგინა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბაქოს ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელე გიორგი კურცხალიას კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილს, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი უბოძეს.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ი. ი. დიასამიძეს ხის სახელოსნო ჰქონდა თბილისში.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს არტემ წურინოვს სოფელ მამათში წისქვილი ჰქონდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ბოლოტოვი იყო როგორც სამეურნეო, ასევე პირუტყვების მფარველი საზოგადოების წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პ. ე. გვრიტიშვილმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე წარადგინა თავისი სახელოსნო ცხენის მოსაკაზმი სამკაულების და იარაღებისა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ძმებ ფილიპოსიანებს თბილისში გამართულ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე აზერბაიჯანიდან გამოტანილი ჰქონდათ თავიანთი ქარხნის კანფეტებისა და შოკოლადების ნიმუშები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ქალაქის გამგეობის მდივანმა იაკიმოვმა საბჭოში შეიტანა განცხადება მისთვის ხმოსნობის უფლების დაბრუნების თხოვნით.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს აღაბალა გულიევს ორთქლის წისქვილი ჰქონდა ბაქოში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ლევბერგმა გაიტანა თამბაქოს ქარხნის, „თამარას" ნაწარმი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ა. სარგიჯიანცმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ქუთაისიდან თავისი შეკერილი ფეხსაცმელი წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ი. ფრაჟემ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ვარშავიდან ვერცხლის ნივთები წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ბაწარმის გამოფენაზე, ლ. დ. ზლატოგორსკიმ ბამბა და გაპენტილი მატყლი წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ი. ი. დიასამიძემ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ბიბლიოთეკის კარადა გაიტანა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს წყალთა ინსპექტორ პეტროვის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა გაერკვია მტკვრის კალაპოტის საზღვრები სახლების უსაფრთხო მანძილზე ასაშენებლად.