რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: გარდაცვალება
1899 წლის 9 ივლისს ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ შიოს ძე გორგაძე გარდაიცვალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა დავით კარიჭაშვილის მოხსენება ზაქარია ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 80 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ზაქარია ჭიჭინაძისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 80 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც 1. 22 მანეთი აღმოჩნდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიტანეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N86.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს პავლე ბურჯანაძის წარდგენილი ყულაბა N183, რომელშიც აღმოჩნდა 2. 43 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს პავლე ბურჯანაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N 183.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სხვ. დასახმარებლად ამ დრომდე დახარჯული ჰქონდა 278. 90 მანეთი, ხოლო ბიუჯეტით 1899 წლისთვის გათვალისწინებული იყო 800 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ვასილ ბეჟანიშვილისთვის წიგნების თანხის – 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომ გუბერნატორისთვის წლიური ანგარიშის 3 ეგზემპლარად გადასაწერისთვის ელენე ანტონოვსკაიას მიეღო 1. 80 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს კედლების, იატაკისა და ჭერის შესაღებად ვასილ როინაშვილისთვის 14. 55 მანეთის გამოყოფის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ფოტოგრაფიის გამგე ვასილ როინაშვილისთვის სახარჯოდ 40. 55 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მღვდელ ნესტორ ყუბანეიშვილისთვის 4 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე ხახანაშვილისთვის წიგნების თანხის – 82. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5 696. 37 მანეთი, ქაღალდებით – 1 1816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18 628. 2, ვალი – 115. 54. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ია კარგარეთელისთვის სიმღერების კრებულის ჰონორარის – 10 მანეთის გადახდის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის წერილი თომა აბრამის ძე მთავრიშვილის სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დანიშვნისა და სამსონ გიორგის ძე ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად გადაყვანის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა 1899-1900 სასწავლო წლისთვის 133. 80 მანეთის სასწავლო წიგნებისა და ნივთების გაგზავნის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოგრაფიის განყოფილების გამგე ტარას სვიმონის ძე მომცემლიძის თხოვნა თანამშრომელთათვის ხელფასების მომატების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

