რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901-1902 წლებში ვანო კალანდაძე და ელისე ლომინაძე ბათუმის დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პეტროს არუთუნის ძე პაპჯანიანცი დაიბადა 1900 წლის 22 დეკემბერს ქ. ერევანში.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 19 დეკემბერს ივანე გიუნაშვილი წინარეხის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 12 ნოემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში მიაკითხეს ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, რკინიგზის ხელოსანმა მიხეილ ქეშელაშვილმა და ხარატმა გ. კიკვიძემ, რომლებსაც აინტერესებდათ გერმანული გამოცდილება ხელოსნობასა და სამეურნეო საკითხების შესახებ. ილია მათ ესაუბრა და რჩევები მისცა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 28 ნოემბერს იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად დაინიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 ნოემბერს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ახალციხის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, მიეწოდებინა ცნობები ბიბლიოთეკის შესახებ 1900 წლის ანგარიშში შესატანად.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლად დაინიშნა პეტრე მირიანაშვილი.

